რეგისტრირებული ფაქტები89818
სორტირება თარიღი მზარდობით
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ მელიტონ დადიანი და ტარიელ ჩიქოვანი დანიშნა ზუგდიდის ოლქის მეორე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ შტაბს-კაპიტანი სამსონ შარვაშიძე და კორნეტი ალექსანდრე დადიანი დანიშნა ზუგდიდის ოლქის მესამე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ მილიციის პროპორშჩიკები დავით შარვაშიძე და კონსტანტინე ჩიქოვანი დანიშნა ზუგდიდის ოლქის მეოთხე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით მილიციის პროპორშიკი დიმიტრი დადიანი და გუბერნიის ციხის მდივანი კონსტანტინე ალშიბაია დაინიშნენ ზუგდიდის ოლქის მეხუთე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 7 აპრილს თბილისს სტუმრად ეწვია სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქი გევორქ IV.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 აპრილს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით ვლადიმერ ვასილის ძე ლევაშოვი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მრჩეველი ივანე მინკევიჩი წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით გენერალ-ლეინტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1967 წლის 16 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა განკარგულებით გააუქმა სამეგრელოს ცენტრალური გამგეობა და რეგიონი ქუთაისის გუბერნიას შეუერთა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1967 წლის 16 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა განკარგულებით გააუქმა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა და მის ნაცვლად სამხედრო გუბერნატორის პოსტი დააარსა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 16 აპრილს კავკასიის მმართველმა გენერალ-ლეინტენანტი დადიანი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 16 აპრილს კავკასიის სამმართველომ გრენადერის არტილერიის ბრიგადის მეთაური ქრისტეფორე მამაცაშვილი დააჯილდოვა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის გრენადერის დივიზიის მეთაურის თანაშემწე ივანე სვეჩინი დააჯილდოვა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 21 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძო განცხადება ტატო გაბაშვილის ოქროყანაში მდებარე საზაფხულო სახლის გაქირავების შესახებ.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს თბილისის გუბერნიის სასამართლოში 500 მანეთად იყიდებოდა ორსართულიანი, ეზოიანი, ყველაფრით უზრუნველყოფილი მამული, რომელიც ეკუთვნოდათ იოსებ და გაბრიელ ამილახვრიშვილებს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა ტფილისის უეზდის მებატონის ივანე ჯამბაკურიან-ორბელიანის მამული, რომელიც მდებარეობდა სოფელ ვაშლოვანში. ივანემ თავის დროზე არ შეიტანა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (15000 მანეთი), შესაბამისად, ვერ შეძლო ქონების შენარჩუნება.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა მართა ოზიაშვილის ბაღი, წილები და ხის დუქნები იმის გამო, რომ მან თავის დროზე არ შეიტანა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (1000 მანეთი).
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა თბილისის მაზრის მებატონის, მიხეილ სუმბათაშვილის მამული იმის გამო, რომ მან თავის დროზე არ შეიტანა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (800 მანეთი). მამული მდებარეობდა ნავთლუღში.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა თბილისის მაზრის მებატონის, მიხეილ სუმბათიშვილის ბაღი იმის გამო, რომ მან თავის დროზე არ შეიტანა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (1570 მანეთი). ბაღი მდებარეობდა ნავთლუღში.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა ავაქ მაილოვის სახლ-კარი. მან დროზე არ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (1600 მანეთი), შესაბამისად, ვერ შეძლო ქონების შენარჩუნება.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა არტემ ბაღინოვის სახლ-კარი. მან ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (1500 მანეთი), შესაბამისად, ვერ შეძლო ქონების შენარჩუნება.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებაში აუქციონზე იყიდებოდა საფარ ბაღდონოვის სამსართულიანი სახლი. მან დროზე არ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (18750 მანეთი), შესაბამისად, ვერ შეძლო ქონების შენარჩუნება.

