რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის აგვისტოში პავლე ხეთაგაშვილის სახლში გამართულ პირველ კრებაზე გადაწყდა, დაეარსებინათ სცენისმოყვარეთა წრე – „საბურთალო“, რომელსაც საბურთალოზე რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე უნდა გაემართა წარმოდგენები.
1913
ტიპი: ნასამართლეობა
1913 წლის აგვისტოს ფილიპე ლორია ტრამვაიში გაფიცვის მოწყობისთვის დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 4 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გამგეობის თავმჯდომარის ამხანგად აირჩია კლიმენტი ლორთქიფანიძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 4 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ 13 ივლისს გამგეობიდან გასული ნიკო ბერიძის მაგივრად მოიწვია კლიმენტი ლორთქიფანიძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ 1913 წლის 8 აგვისტოს განიხილა შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილის თხოვნა ბიძის ნაანდერძევი თანხის ანგარიშში ათი თუმნის (ასი მანეთის) მიღების თაობაზე და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
1913
ტიპი: ღონისძიება
კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ საქმიანობა 1913 წლის 15 აგვისტოდან დაიწყო. განყოფილებამ წლის განმავლობაში ხუთი სხდომა გამართა და რვა საქმე განიხილა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 22 აგვისტოს მოხსენებით ბარათში დავით კარიჭაშვილი აღწერს მასალის უხარისხობის მიზეზით ილია ჭავჭავაძის ძეგლზე გაჩენილ დაზიანებებს (რამდენიმე ადგილას დამსკდარია ჩარჩოს სახურავი; წინა პირზეც, თაღს ქვემოთ, ორი ქვებშორისი ნაპრალია) და ითხოვს, რომ შეკეთება დაევალოს ძეგლის ამშენებელ ინჟინერს - პეტრე მამრაძეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
გრიგოლ ბურჭულაძე პეტრე მამრაძეს სთხოვს, რომ დაუზუსტოს ლუჩიანო დე ბლასისთვის მისაცემი ფულის რაოდენობა, შეატყობინოს, მთლიანად გამოუწეროს კუთვნილი თანხის (891 მან., 50 კაპ.) ქვითარი თუ დააკლოს, რადგან საფლავის მოაჯირის სამუშაოები ჯერ არ აქვს ბოლომდე მიყვანილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ აცნობა, რომ გარდაცვლილი ილია ზარაფიშვილის მეუღლე, სოფიო ზარაფიშვილი, ქმრის მევალე ვილკევიჩისგან მათთვის ნაანდერძევი სახლების გამოსყიდვას ცდილობდა. თელავის განყოფილება სახლების გამოსყიდვას მთავარ გამგეობას სთხოვდა, რადგან მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 13 სექტემბერს ვილკევიჩს ვალის სანაცვლოდ აუქციონზე უნდა გაეყიდა ილია ზარაფიშვილის სახლები. ზარაფიშვილის ანდერძის მიხედვით, ეს სახლები მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას უნდა გადასცემოდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ იადვიგა ვილკევიჩი პირველ სექტემბრამდე აპირებდა ზარაფიშვილის სახლების საქმეზე მორიგებას, თუ არა, პირველ სექტემბერს სახლებს აუქციონზე გაიტანდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
იოსებ ვალენტინის ძე გერნერი თბილისის II კომერციული სასწავლებლის თავისუფლად დაქირავებული თანამშრომელი (გერმანული ენის მასწავლებელი) 1913 წლის პირველი სექტემბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 3080 მანეთს შეადგენდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 1-ელი ენკენისთვიდან ვასილ აბდუშელიშვილი ყოფილ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (ახლანდელი თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზია) ასწავლიდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ იგი დანიშნული იყო ქალთა დაწყებითი სასწავლებლის გამგედ 1913 წლის 1 სექტემბრიდან. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ.ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ.აბაშიძე.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის პირველი სექტემბრიდან 1918 წლის პირველ ნოემბრამდე აკაკი გვახარია მასწავლებლად მუშაობდა.
1913
ტიპი: გარდაცვალება
1913 წლის პირველ სექტემბერს უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ირაკლი სპირიდონის ძე კოკელაძე გარდაიცვალა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის სექტემბერში ნ. კაპანაძის სახლში საბურთალოზე კულტურული დაწესებულების დაარსების მსურველთა მეორე კრება გაიმართა, რომელსაც 21 წევრი დაესწრო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის სექტემბერში ნ. კაპანაძის სახლში სცენისმოყვარეთა წრის, „საბურთალოსთვის“ შეიმუშავეს წესდება და აირჩიეს ორი წევრი – გიორგი ალექსის ძე მაღრაძე და პავლე ხეთაგაშვილი. მათ წესდების დამტკიცებაზე ზრუნვა და სათეატრო საქმის მოწესრიგება დაევალათ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 3 სექტემბრიდან აკაკი გვახარია სახალხო სკოლების დირექციის განკარგულებით დაინიშნა ოქროსქედის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 4 სექტემბერს სათავადაზნაურო გიმნაზიის კომიტეტმა ანა გიორგის ასული ალშიბაია ქალთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად მიიწვია.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 4 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე ანა გიორგის ასული ალშიბაია თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად მსახურობდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობა (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) მთავარ გამგეობას ატყობინებს ქართული სკოლის მძიმე ნივთიერ მდგომარეობას და სთხოვს მატერიალური შემწეობის აღმოჩენას, რათა დახურვისგან იხსნან ეს მეტად საჭირო სასწავლებელი.

