საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82913

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის წერილი რედაქციის მიმართ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ავლაბრის სახალხო თეატრში“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ იოსებ ივანიძის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „მეგობრობა“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 10 ნოემბერს სამსონ სოლომონის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 10 ნოემბერს ხარფუხის სახალხო აუდიტორიაში ხარფუხის სცენისმოყვარეთა წრის სხდომაზე თეოფილე კეკელიძე გამგეობის წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 ნოემბერს სახალხო თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ალექსანდრე სუმბათაშვილის დრამა „ღალატი“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 10 ნოემბერს 23 წლის პორუჩიკი ნ. ს. ანდრონიკაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 11 ნოემბერს სახალხო სახლში ქართულმა წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა იუშკევიჩის პიესა „მეფე“ კოტე ხახანაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ანა ჩირგაძის, ალექსი მეტრეველის, ნიკო გოცირიძის, ი. მინდიაშვილის, მ. რომანიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 ნოემბერს ქუთაისის თეატრში გამართულ ნატალია ჯავახიშვილის ბენეფისზე პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის თავმჯდომარემ, კოტე აფხაზმა, აღმასრულებელი ბიუროს ასარჩევად სხდომა მოიწვია.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 ნოემბერს იოსებ გედევანიშვილი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს მდივნად აირჩიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 ნოემბერს დიმიტრი ჩოლოყაშვილი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს ხაზინადრად აირჩიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 ნოემბერს კოტე აფხაზი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე ნიკოლოზ ერისთავი, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი ჟურული, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ივანე გედევანის ძე გომართელი და ს. ფორაქიშვილი სააღმასრულებლო ბიუროს წევრებად აირჩიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე მ. ა. სუმბათაშვილი სააღმასრულებლო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს თევდორე კიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა რეზოლუცია სასკოლო სექციის მიერ სასწავლებლების გარკვეული ტიპის შემუშავების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე კიკვაძემ სკოლების გაუმჯობესების შესახებ რვა სხვადასხვა შინაარსის რეზოლუცია წარადგინა. გამგეობამ სკოლებში საუკეთესო მასწავლებლების მისაწვევად თანხა გამოყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს თევდორე კიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლების გაუმჯობესების შესახებ რეზოლუცია წარუდგინა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ ახალი სკოლები უნდა გაეხსნათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს თევდორე კიკვაძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისადმი წარდგენილი რეზოლუციის თანახმად სასკოლო სექციას მასწავლებლებისთვის პედაგოგიური კურსებისა და კრებების გამართვა დაავალეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სილოვან გაბუნიამ განაცხადა, რომ სკოლებში საგნები ქართულ ენაზე უნდა ესწავლებინათ, რადგან ამას მოითხოვდა სწავლების პროგრამა და მოსწავლეების მშობლებიც დაინტერესებულები იყვნენ ამ საკითხით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წინააღმდეგი იყო მოსწავლეები საზოგადოების სკოლების დაწყებითი საფეხურიდან მთავრობის საშუალო სასწავლებლებში გადასულიყვნენ. ამასთანავე, ლუარსაბ ბოცვაძემ განაცხადა, რომ ხალხს მოსწონდა საზოგადოების სკოლები და ამიტომ მოსწავლეების რიცხვი კი არ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ იმის დასამტკიცებლად, რა უყურადღებოდ იყო სკოლები მიტოვებული, მაგალითად საგურამოს სკოლა მოიყვანა, სადაც მამულისა და სკოლის ინტერესები მუდმივად უპირისპირდებოდა და სკოლა ყოველთვის იჩაგრებოდა. მამულის მოიჯარეები სკოლას ავიწროვებდნენ, მასწავლებლებს ზამთარში არ ჰქონდათ შეშა, არც სასწავლო ნივთები მიეწოდებოდათ დროულად. ამასთან მოსწავლეები სკოლაში შორი გზიდან დადიოდნენ. რუხაძემ განაცხადა, რომ სკოლის ასეთი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ აცნობა გამგეობის წევრებს, რომლებმაც ზომები მიიღეს და სკოლა სოფელში გადაიტანეს, მოსწავლეებს ახლოს რომ ჰქონოდათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების სკოლებში მხოლოდ ანა-ბანას არ ასწავლიდნენ. მოსწავლე საკმარის ცოდნას იძენდა და სანიმუშო პროგრამით განვლილ მასალას ოთხი წლის განმავლობაში იმდენად ათვითცნობიერებდა, რომ კურსის დასრულების შემდეგ თავად ზრუნავდა თვითგანვითარებაზე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.