საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 ნოემბერს ყვარელში ჩატარდა საზოგადო ყრილობა, რომელზეც ყვარლის რწმუნებულებს – ივანე მათიკაშვილს, ადამ ქარელაშვილსა და ილია ბურკიაშვილს – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის ყვარლელებისთვის დათმობა უნდა ეთხოვათ. მათ სახლი საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად, კანცელარიისა და სხვა დაწესებულებების განსათავსებლად სჭირდებოდათ. თუ საზოგადოება თხოვნას დააკმაყოფილებდა, ილიას სახელობის სკოლის აშენების ხარჯებს სოფელი თავის თავზე აიღებდა. ყრილობის განაჩენს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 ნოემბერს სოფ. ყვარელში ჩატარებული საზოგადო ყრილობის მიერ გამოტანილი განაჩენის უტყუარობა 1913 წლის 10 დეკემბერს ხელმოწერით დაამოწმა და დოკუმენტს ბეჭედი დაუსვა თელავის მაზრის პირველი განყოფილების სამოქალაქო შუამავალმა. ყრილობის განაჩენის დოკუმენტს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 ნოემბერს სოფელ ყვარელში ჩატარდა საზოგადო ყრილობა, რომელსაც დაესწრო 700 პირი, ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ორი-მესამედი. ყრილობის განაჩენის დოკუმენტს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 ნოემბერს სოფელ ყვარელში ჩატარდა საზოგადო ყრილობა. ყრილობის მიერ გამოტანილი განაჩენის უტყუარობას ხელი მოაწერა ოცდათვრამეტმა წერა-კითხვის მცოდნემ და ოთხას ორმოცდაოთხმა წერა-კითხვის უცოდინარმა, უფლების მქონე პირმა. ყრილობის განაჩენის დოკუმენტს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გამგეობის წევრებად აერჩიათ ილია ნონიას ძე ლობჟანიძე, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი, ილია გიორგის ძე უნგიაძე, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილი, პეტრე დავითის ძე მეტრეველი, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 24 ნოემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მიერ გამართულ კრებაზე გადაწყდა, ალაგირში, თერჯოლის ოლქში, დაეარსებინათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება სახელწოდებით: „ალაგირის ადგილობრივი განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისა“.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის სასოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი აერჩიათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილს, ილია ნონიას ძე ლობჟანიძეს, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცს, ილია გიორგის ძე უნგიაძეს, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილს, პეტრე დავითის ძე მეტრეველს, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძეს დაევალათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ალაგირის განყოფილების გახსნის თაობაზე მიემართათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის ქართული სკოლის მასწავლებლის, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მოწვევით გაიმართა 30-კაციანი კრება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შესახებ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 ნოემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მიერ ალაგირში მოწყობილ კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დაარსების გარდა, სოფლის სამკითხველო და საკვირაო სკოლა გაეხსნათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 ნოემბერს ნ. კაპანაძის სახლში გამართულ კრებაზე დასამტკიცებლად წარადგინეს სცენისმოყვარეთა წრის, „საბურთალოს“, მიერ შემუშავებული წესდება.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 26 ნოემბერს მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა გამოსცა რეზოლუცია, რომლითაც ნავთლუღი პოლიტექნიკუმის ასაშენებელ ადგილად დაამტკიცა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 30 ნოემბერს ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის მიერ იოსებ ივანიძის, იოსებ ჟივიძისა და სხვ. მონაწილეობით ისტორიული დრამა „სამშობლო“ წარმოადგინეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) ქუთაისის განყოფილებას შემოსავლის 20%-ის დროულად გადმორიცხვა და წლიური ანგარიშის წარდგენა სთხოვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 1-ელი დეკემბრის ოფიციალური მიწერილობით (№ 409) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – გრიგოლ ბურჭულაძე) სათანადო ბლანკებს უგზავნის ქვემო მაჩხაანის ფილიალის გამგეობას და სთხოვს დააჩქარონ წლიური ანგარიშისა და შემოსავლის 20 %-ის გამოგზავნა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან დაარსდა წარმოდგენების მმართველი სექცია, რომლის რეჟისორიც ალიოშა ჯაყელი იყო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის დეკემბერში გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის მეორე კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გუდაუთის განყოფილების გამგეობას სთხოვა 1913 წლის ანგარიშისა და შემოსავლის 20%-ის გამოგზავნა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გუდაუთის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა შესაფერისი ბლანკები წლის ანგარიშის წარსადგენად. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სარგის კაკაბაძეს მელქისედეკ კათალიკოსის სიგელის გამოცემაზე უარი უთხრა, რადგან კატალოგების გამოსაცემად გამგეობას თანხა არ ჰქონდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

დედანთან შეჯერების შემდეგ თბილისის ნოტარიუსმა ილია წინამძღვრიშვილმა განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელთა მიერ ნაფიცი ვექილის, გრიგოლ რცხილაძის სახელზე 1912 წლის 31 ივლისს გაცემული მინდობილობის ორი ასლის სისწორე დაუდასტურა ელენე ნესტორის ასულ მაჭარაშვილს 1913 წლის 14 დეკემბერს, რეესტრის №№ 12587 და 12585.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, როგორც საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის გამგე ცდილობდა სისრულეში მოეყვანა გეგმა, რომელიც 1913 წლის 16 დეკემბერს სამუზეუმო სექციამ მიიღო. გეგმის თანახმად მუზეუმი და წიგნსაცავი ერთმანეთისაგან უნდა განცალკევებულიყო.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე განიხილეს ექვთიმე თაყაიშვილის განცხადება – მხატვარ მოსე თოიძის სურათების შესაძენად 200 მანეთს ითხოვდა. გამგეობამ თაყაიშვილის წინადადება დააკმაყოფილა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე იროდიონ სონღულაშვილის განცხადება განიხილეს, რომელიც წიგნსაცავისა და მუზეუმის შემოწმებას და შემოწმების შემდეგ სამუზეუმო სექციისთვის ჩაბარებას ითხოვდა. გამგეობამ სონღულაშვილის წინადადება მიიღო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სარგის კაკაბაძეს „იოსებ ზილიხანიანის“ გამოცემისა და „XVIII საუკუნის საქართველოში ბატონ-ყმობის“ გამოკვლევის შესახებ უარი უთხრა, რადგან ამ საკითხის მოგვარება საგამომცემლო სექციას ეკუთვნოდა.