საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82913

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების გამგეობის წევრად აერჩიათ სამსონ სოლომონის ძე მეტრეველი ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილის მაგივრად, რადგან ის ჯარში გაწვევის გამო ვერ შეძლებდა გამგეობის წევრობას.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ გიორგი საბას ძე უთურაშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, თედო დავითის ძე ლობჟანიძე აერჩიათ ადგილობრივი განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრად.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების გამგეობამ მოიწვია საზოგადო კრება, რომლის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ალაგირის განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ ბოჭორიშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, დავით ივანეს ძე გაბისონია ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე რატიშვილის ლექსი „ჩემი ნატვრა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია კარგარეთელის სტატიის „ქვეყნის მანათობელნი“ IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი ფაღავას წერილი „ქართული ხელოვნებისათვის“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო კეცხოველის თხზულება „რა სულელი ყოფილა!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძის ლექსი „სევდის ვარდი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ავლაბრის სახალხო თეატრში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ VIII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სახალხო სახლში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს სახალხო სახლში იოსებ გედევანიშვილის პიესა „გამცემი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს ბაქოში შალვა დადიანის რეჟისორობით იოსებ გედევანიშვილის პიესა „ღალატი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ ეფემია მესხის, ვასო აბაშიძის, ვასილ არაბიძის, იოსებ ივანიძის, იუზა ზარდალიშვილის, პლატონ კორიშელისა და ალექსანდრე ყალაბეგიშვილის მონაწილეობით.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებაზე დახურული კენჭისყრით აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები: ივანე ევსევის ძე ორჯონიკიძე, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა და ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებაზე დახურული კენჭისყრით აირჩიეს გამგეობის წევრობის კანდიდატები: გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი და მიხეილ დავითის ძე კობალაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებაზე დახურული კენჭისყრით აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატები ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე და ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებას დაესწრო ორ მესამედზე მეტი დამფუძნებელი წევრი. დახურული კენჭისყრით გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, გამგეობის წევრებად: იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი, არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი და იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრების თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ნოემბერს იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებას ესწრებოდნენ: იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, ნიკოლოზ სამსონის ძე გელაძე, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, არჩილ ზიკოს ძე დედანაშვილი, ივანე იოსების ძე ორჯონიკიძე, ალექსი დავითის ძე ჯაბიძე, ალექსი სოლომონის ძე კვაღინიძე, ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი, ლადიკო ალექსანდრეს ძე ცერაძე, ივანე ევსევის ძე ორჯონიკიძე, ვანო გიორგის ძე მაისურაძე, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა, იოსებ ისაკის ძე კასრაძე და კოტე გიორგის ძე ქარუმიძე.

პირები
იასონ ლევანის (ლუკიანეს) ძე ხიმშიაშვილი ნიკოლოზ გაბრიელის (ტარიელის) ძე ჭონიშვილი ნიკოლოზ სვიმონის (სამსონის) ძე გელაძე ივანე ალექსანდრეს (ალექსის) ძე კოტიაშვილი კონსტანტინე გიორგის ძე ქარუმიძე ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა ალექსი სოლომონის ძე კვაღინიძე (კვაღინაძე) ვლადიმერ (ლადო) ალექსანდრეს ძე ცერაძე იოსებ ისაკის ძე კასრაძე ივანე გიორგის ძე მაისურაძე ივანე იოსების (იასეს) ძე ორჯონიკიძე ივანე ევსევის (იასეს) ძე ორჯონიკიძე არჩილ ზინობის (ზიკოს) ძე დედანაშვილი გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი ალექსი დავითის ძე ჯაბიძე მიხეილ დავითის ძე კობალაძე იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი (გოგინოვი) გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი (ღვთისავარიშვილი) გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილი (დავითიშვილი) იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე
წყარო

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 17 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ცხინვალის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს დამხმარე კომისიის წევრები: ბიძინა ბაგრატის ძე დავითიშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, ნიკოლოზ სვიმონის ძე გელაძე და მიხეილ დავითის ძე კობალაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ნოემბერს სახალხი სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით პიესა „ქვის მთლელი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.