რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იოსებ ანდრიას ძე ბერნატოვიჩს თბილისში, ვერაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე გიორგის ძე კვესაძის თბილისში, ვერაზე, მდებარე ორ ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე გიორგის ძე კვესაძეს თბილისში, ვერაზე, ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა ნიკოლოზის ასულ ბაგრატოვისა და ვასილ იოსების ძე ბგრატოვის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინა ნიკოლოზის ასულ ბაგრატოვსა და ვასილ იოსების ძე ბგრატოვს თბილისში, ნიკოლოზის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდათ სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის სოხუმის განყოფილების ფოსტალიონებად დაინიშნენ: ანა ფარულავა, ლიუბოვ ტორონჯაძე, მარია მელქაძე და ევდოკია ნიკურაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის ფოსტალიონებად დანიშნეს პორფირე ანდრიაძე და ალექსანდრე მიქაძე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა დავით ერისთავის „სამშობლო“.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი იუწყება, რომ შიო ალექსის ძე ჩიტაძე იყო გრიგოლ ალექსის ძე ჩიტაძის ძმა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე გურიის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მაისს გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკაკი წერეთელი ლექსს წაიკითხავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი გოგოლის თხზულების მნიშვნელობაზე ისაუბრებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანასტასია გრიგოლის ასულ კერესელიძის ბოგვში მდებარე სახნავ-სათეს მიწას, საძოვარ ადგილებსა და ტყეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ისააკ თომას ძე ნარიმანოვის თბილისში, ორთაჭალაში, მდებარე ორსართულიან სახლს ვენახითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ისააკ თომას ძე ნარიმანოვს თბილისში, ორთაჭალაში, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

