საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93528

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანის ცხედარი ერევნიდან ქუთაისში მატარებლით უნდა გადმოესვენებინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გვეგვე ფაღავას ნაფიცი ვექილები მ. ფაღავა და კ. ჩიკვაიძე იცავდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 ნოემბერს სოფ. კორბოულში გაიხსნა წიგნსაცავ-სამკითხველო,  რომლის გამგედაც ე. იოსელიანი აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბერს სასამართლო პალატას ანტონ ბასილაიას საქმე უნდა განეხილა. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ფარნა გეგგელიას საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნოე ჟღენტს, მეთოდე მახარაძესა და სერაპიონ ბურჯანაძეს ყაჩაღობა ედებოდათ ბრალად.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ დიდიძე სამხედრო ექიმი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ დიდიძე, შალვა ორაგველიძე და ჯიმშერ ფირცხალაიშვილი სოსე და ნიკოლოზ ქიქოძეებს უნდა დაეცვათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში გაბრიელ ტორაძის ოჯახს მუქარის წერილი მისწერეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გოგია ჟორდანიას, შალვა ორაგველიძესა და ჯიმშერ ფირცხალაიშვილს ბათუმის გუბერნატორისა და სხვების გაძარცვა ედებოდათ ბრალად.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ჟღენტი კიევის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ერასტი ასათიანს ვექილი გელაზაროვი იცავდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ჟღენტი ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ჟღენტმა კიევის უნივერსიტეტიდან დერპტის (დღევანდ. ტარტუს) უნივერსიტეტში გადაიტანა საბუთები.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიაზე ფარნა გეგელია გაამართლეს. ბრალდებული თავს თვითონ იცავდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ბუია რატიანის საქმე განიხილა. მას ღირსების აყრა და გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი. იგი გაამართლეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 ნოემბერს სასამართლო პალატამ განიხილა ანტონ ბასილიას საქმე. მას 6 წელი მადნებში მუშაობა დარჩა მოსახდელი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბერს სასამართლო პალატას კოტე და მიხა წულუკიძეების საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბერს სასამართლო პალატას საშა, არტემ და გრიგოლ დუგლაძეების საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ქართულ თეატრში დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ უნდა დაედგათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილმა ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისიდორე ონიანს ვექილი გელაზაროვი იცავდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბათუმში შალვა დადიანმა ყაზბეგის ნაწერების შესახებ ლექცია წაიკითხა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით ალექსანდრე იმედაშვილმა თარგმნა ლეონიდ ანდრეევის პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კარლო ჩხეიძე მეოთხე სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს.