საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82929

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოება სასტიპენდიო თანხების შეგროვებას მოერიდებოდა და ამით თავს გაითავისუფლებდა ზედმეტი ტვირთისაგან.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თ. ბარათაშვილმა იკითხა, რისთვის უნდა გამოეყენებინათ სტიპენდიატების დაბრუნებული თანხა, რაზეც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა უპასუხა, რომ დაბრუნებულ სასტიპენდიო ვალს საზოგადოება სკოლების დასაარსებლად გამოიყენებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ გამგეობას უფლებას მისცემდნენ, საჭიროების შემთხვევაში სტიპენდია 1000 მანეთამდე გაეზარდა, რადგან არსებული სტიპენდია ძალიან მცირე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ უტაქტო საქციელი იქნებოდა, თუ შემომწირველთა ნაცვლად საზოგადოება განსაზღვრავდა შემოწირული თანხის დანიშნულებას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ იკითხა, იხდიდნენ თუ არა ყოფილი სტიპენდიატები მიღებულ თანხას, რაზეც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ ერთი სტიპენდიატი, გამგეობის წევრი, აბრუნებდა სასტიპენდიო ვალს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე (სანდრო) ილიას ძე შანშიაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას საერთოდ უნდა შეეწყვიტა სასტიპენდიო თანხის შეგროვება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი იყო პირველდაწყებითი განათლების გავრცელება ხალხში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ თუ შემომწირველი არ განსაზღვრავდა შემოწირულობის დანიშნულებას და საზოგადოებას დაუტოვებდა არჩევანს თავად განესაზღვრა რისთვის გამოიყენებდა შემოწირულობას, მაშინ მთელი მატერიალური სახსრები პირველდაწყებითი განათლების გავრცელებას მოხმარდებოდა. ქველმოქმედებს ეს ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას, რომელსაც მკითხავებისაგან თავი ვერ დაუღწევია პირველ რიგში პირველდაწყებითი განათლება სჭირდებოდა და არა უმაღლესი. მაგალითად უნდა აეღოთ გერმანელთა კოლონიები, რომლებიც დიდ ყურაღებას პირველდაწყებითი განათლების გავრცელებას აქცევდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების მიღება დიდი ფუფუნება იყო, რადგან ხალხს საარსებო პურიც კი არ ჰქონდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას განათლების გასავრცელებლად უნდა გამოეყენებინა მთელი თავისი ძალები.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ქველმოქმედები – პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები სასტიპენდიო ხაზინას ყოველწლიურად 5 000 მანეთს სწირავდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას დიდი ყურადღება უნდა მიექცია ხალხში პირველდაწყებითი განათლების გავრცელებისთვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა შესთავაზა წინადადება, რომ საგურამოს მამულის მოიჯარეების თხოვნის განხილვა იჯარის შემცირების თაობაზე გადაედოთ ვიდრე მამულის შემოსავალ-გასავალი გაირკვეოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადო კრებას საგურამოს მამულის მოსაწესრიგებლად საჭიროდ მიაჩნდა მისი შესწავლა და დადგენა, როგორი ნიადაგი იყო იქ, რა უნდა გაეშენებინათ, თანხა რამდენი დასჭირდებოდა მიწის დამუშავებას და მთლიანად მამულის გაშენებას.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ უპირველესად უნდა გაერკვიათ, საგურამოს მამულის დამთვალიერებელ კომისიას სამეურნეო გეგმის შემუშავება ევალებოდა, მამულის გადაცემის საკითხი თუ კიდევ სხვა რამე და შემდეგ ემსჯელათ ილიასეული სახლ-კარის ახალი კომისიისთვის გადაცემის საკითხზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ილია რუხაძესთან ერთად გამგეობისა და სარევიზიო კომისიისთვის უნდა მიენდოთ ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის დათვალიერება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, უნდა გაერკვიათ სასურველი იყო თუ არა საგურამოს მამულის სხვისთვის გადაცემა, რამდენად ხელსაყრელი იქნებოდა ეს საზოგადოებისთვის და შემდეგ ემსჯელათ ილიასეული სახლ-კარის დამთვალიერებელი ახალი კომისიის შექმნაზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე ყიფშიძისა და ილია რუხაძის გარდა ნათლად არავის ჰქონდა გარკვეული საგურამოს მამულის მდგომარეობა, ამიტომ სწორედ მათთვის უნდა მიენდოთ ილიასეული სახლ-კარის დათვალიერება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის ეტიუდი „მწვერვალნი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „სიმღერა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ X ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კიაზოშვილის თხზულება „ხომ დავიღუპეთ?!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „ამაოება“.