რეგისტრირებული ფაქტები92227
სორტირება თარიღი მზარდობით
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში გიორგი ლეონიძემ და მისმა მეგობრებმა დააარსეს არალეგალური ხელნაწერი ჟურნალი „ფუტკარი“, რომლის რედაქტორიც გიორგი ლეონიძე იყო.
1913
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1913 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში გიორგი ლეონიძე მოხვდა ვასილ ბარნოვის მოსწავლეთა რიცხვში.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ნოემბერში გიორგი ლეონიძისა და მისი ამხანაგების მიერ დაარსებულმა ლიტერატურულმა წრემ მონაწილეობა მიიღო სემინარიის ყოველწლიურ „ლიტერატურულ აქტში“, რომელსაც დაესწრნენ: კავკასიის ნამესტნიკის მეუღლე, სასახლის დიდკაცობა და საქართველოს ეგზარქოსი. რეცენზია ამ ლიტერატურული საღამოს შესახებ დაიბეჭდა მაშინდელ გაზეთებში, ხოლო ვრცლად გაზეთ „თემში“.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-17 წლებში სევერიან ექვთიმეს ძე გოგსაძე სოფ. ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-1915 წლებში ბართლომე პეტრეს ძე მუსერიძე მოტყიარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-1914 წლებში თეოფილე სოფრონის ძე მინდელი მუხლის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-1917 წლებში მინა ალექსის ძე კანდელაკი კაჩაეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის კაპიტანი გიორგი კვინიტაძე თბილისის სამხედრო სასწავლებელში საბრძოლო ტაქტიკას ასწავლიდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ანდრია თედორეს ძე მოსეშვილი სოფ. გუბის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის კაპიტანი საველიევი თბილისის სამხედრო სასწავლებელში საბრძოლო ტაქტიკას ასწავლიდა.
1913
ტიპი: გარდაცვალება
1913 წელს კაჩაეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იოაკიმ იობის ძე გურგენიძე გარდაიცვალა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქუთაისში, კილაძის სტამბაში დაიბეჭდა იონა მეუნარგიას „გიორგი ქოჩაქიძის ცხოვრება“.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ნოე რამიშვილი პეტერბურგში სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ცენტრალურ ორგანიზაციას შეუერთდა და სხვა ქართველ სოციალ-დემოკრატ ლიდერებთან ერთად განაგრძო მუშაობა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი თავის საპატიო წევრად აირჩია.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-1917 წლებში ონისიმე ტრიფონის ძე მინდელი სორის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: გარდაცვალება
1913 წელს ზნაკვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იოაკიმ იობის ძე გურგენიძე გარდაიცვალა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე ბ–ს ძე გაგუა, სტეფანე გაბესკირია, ჩაგუ გვასალია, ბესარიონ გაბუნია, მენიკი ს.- ს ასული გრიგოლიასი, ალექსანდრე გრიგოლია, ილიკო გერსამია, სარდიონ ესტატეს ძე გობეჩია და სპირიდონ ივანეს ძე დუნდუა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-17 წლებში ვლადიმერ მერაბის ძე ჯაჯანიძე სოფ. თუზის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

