საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87599

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრეევ-ბურლაკი ქალაქ იალტაში დამბლით გარდაიცვალა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი წერდა, რომ თავის აფიშებზე დატანილი ასოები გრავიორ გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის მიერ ამოჭრილ ასოებთან შეედარებინათ და ამით გაირკვეოდა, ჰქონდა თუ არა მას გამოყენებული ტატიშვილის ასოები. იმ შემთხვევაში თუ ეს დამტკიცდებოდა, მაშინ პასუხისმგებლობას აიღებდა ბრალდებაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი უარყოფდა გრავიორ გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის ბრალდებას მის მიერ ამოჭრილი ასოების აფიშებში გამოყენების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრანგი მწერალი კანდიანი-კოლონა ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ შესახებ წერდა, რომ ეს პოემა საქართველოში გავრცელებული ძველებური თქმულება იყო, ლამაზად და ლექსად თქმული, რომელიც თავად ფრანგულ თარგმანში ცოტათი შეცვალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრანგმა მწერალმა კანდიანი-კოლონამ ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ თარგმნა ფრანგულად პროზის სახით.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის გაზეთ „PARIS-ის“ ოქტომბრის ნომერში ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე ილია მირიანის ძე ჭყონიას სთხოვდა, რომ ხელნაწერი „ბარამიანი“ დაებრუნებინა მფლობელ დავით ამირიძისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე წერდა, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე და ილია მირიანის ძე ჭყონია წაიყვანა დავით ამირიძესთან, რომლისგანაც ლექსად თქმული ხელნაწერები „ბარამიანი“ და „როსტომიანი“ ითხოვეს. 1 წლის შემდეგ „როსტომიანი“ დაუბრუნა ამირიძეს, „ბარამიანი“ კი ილია ჭყონიამ წაიღო და აღარ დაუბრუნა მფლობელს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ივანე დავითის ძე ორბელიანი თავადი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე წერდა, რომ მას სურდა შეედგინა სია იმ ქართული ხელნაწერებისა, რომლებსაც დავით ამირიძე ფლობდა, თუმცა მისი ავადმყოფობის გამო ეს ვერ მოახერხა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის გამგეობამ წყლის გასაყვანი მილები შეუკვეთა ბელგიაში და მის მისაღებად ინჟინერი კონრადი გაგზავნა. 20 ივნისს გზავნილი თბილისში ჩამოვიდოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონრადი ინჟინერი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის თხოვნითა და თბილისის სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით მის უფლებებს ადვოკატი ტურკევიჩი დაიცავდა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 16 ივნისს იოსებ ლაღიაშვილის საქმეს თბილისის სამხედრო სასამართლო განიხილავდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტერ-აკოფ შაგინიანცი მღვდელი იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 13 ივნისს ბორჩალოს მაზრაში ტერ-აკოფ შაგინიანცი გაძარცვეს და შემდეგ მოკლეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრეევ-ბურლაკი არტისტი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრეევ-ბურლაკმა თბილისში არწუნისეულ თეატრში წარმოდგენა გამართა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის რედაქტორობით მალე დაიბეჭდებოდა წიგნი „დასტულამა“, რომელიც ქართლის ცხოვრების ბევრ დაფარულ ნაწილს ნათელს მოჰფენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე სიმონის ძე მესხსა და ეფემია სიმონის ასულ მესხს მოელაპარაკა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე დიმიტრის ძე ყიფიანს მოელაპარაკა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოების ახალი დასისთვის არტისტების მოსაწვევად ქუთაისში ჩავიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 მაისს მ. მ. მძინაროვისა ქართული დრამატული დასის დახმარებით წარმოადგენდა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის სამმოქმედებიან კომედიას „აღმზრდელებს“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 მაისს მ. მ. მძინაროვისა ქართული დრამატული დასის დახმარებით წარმოადგენდა ერთმოქმედებიან ვოდევილს „პარიკმახერისას“.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ნიკოლოზ ნიკოლსკი აზნაური იყო.