რეგისტრირებული ფაქტები93528
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჯანსუღ დადეშქელიანმა ივანე შარაშიძის სახელზე დაარსებულ ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სარქის გევარგიზ ოღლის პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზება ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ნიკოლოზის ძე ავალიანმა ქალაქის გამგეობის წევრთა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 დეკემბერს ოლქის მზრუნველის თანაშემწე ა. ი. სლავინსკი ხონში გაემგზავრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქრისტიანობის აღმდგენელმა კომისიამ თავისი ხარჯით გამოსცა გ. გოლუბცოვის მიერ აფხაზურ ენაზე ნათარგმნი საეკლესიო და სასწავლო სახარება და წირვის საგალობელი ნოტები.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს გუძა ჩიქოვანის საქმე უნდა განეხილა. მას სამსონ ჯღარკავასთვის ყალბი დოკუმენტების მიცემა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკო ლომოურის „ქაჯანას“ ცალკე წიგნად გამოცემა გადაწყვიტა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შავი ქვის მრეწველთა საბჭომ ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთლის წინადადებით საჩხერის ხიდის დამთავრება გადაწყვიტა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ავადმყოფობის გამო საგურამოს სკოლის მასწავლებლის, არისტოკლე რამინიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენაკში ი. ქ. კალანდარიშვილის თაოსნობით გზები შეაკეთეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოზურგეთის მოურავის თანამდებობაზე ა. ღულაძის კანდიდატურა დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 დეკემბერს ქართულ თეატრში ნ. გრედესკულის უნდა წაეკითხა ლექცია „ნაციონალური კითხვა დასავლეთ ევროპასა და რუსეთში“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილის „ალის“ ცალკე წიგნად გამოშვება გადაწყვიტა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 20 დეკემბერს მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ნადარეიშვილი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მ. დუმბაძე დუშეთის მაზრის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დეპუტატ ვარლამ გელოვანის თაოსნობით გაიმართა კავკასიელი დეპუტატების კრება, რომლის მიზანიც საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. მუხურაში ქარიშხალმა ზ. ბუიძის სახლი დაანგრია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ამბროლაურის სკოლის გამგე ვ. ბოკერია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცუდად ეპყრობოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 დეკემბერს ნ. ა. გრედესკული გეგმავდა თბილისიდან ქუთაისში მატარებლით ჩასვლას და ქალაქის თეატრში ლექციის „ნაციონალური საკითხის თაობაზე დასავლეთსა და რუსეთში“ წაკითხვას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 დეკემბერს დეკანოზ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანის მოწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელი წინასწარი კრება გაიმართა. კრებას 34 პირი ესწრებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 დეკემბერს დეკანოზ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანის მოწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ადგილობრივ წევრებად 34 მსურველი ჩაწერა.მათი მიზანი იყო უკვე არსებული სამკითხველოებისთვის ხელის შეყყობა და ახლის გახსნა, წერა-კითხვისა და დაწყებითი განათლების გავრცელება, საკანცელარიო და სასწავლო სახელმძღვანელოების საწყობის გახსნა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ თავმჯდომარედ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი აირჩია.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია: იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, სევასტი გრიგოლის ძე ჯანელიძე, დავით ვასილის ძე კერესელიძე, იოსებ როსტომის ძე ტატიშვილი და ვარლამ დავითის ძე ბოკუჩავა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია: კონსტანტინე გიორგის ძე წულუკიძე, დავით გრიგოლის ძეჯაფარიზე, გრიგოლ მეტრეველი, ქიშვარდი საჩინის ძე ჯაფარიძე, ნადეჟდა მიხეილის ასული ჩიკვაიძე და ეკატერინე ფილიპეს ასული გოცირიძე.

