რეგისტრირებული ფაქტები81245
სორტირება თარიღი მზარდობით
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 3 ივლისს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ილია სვიმონის ძე თურქესტანიშვილის მამული სოფელ თელათგორში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 3 ივლისს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი ხეჩატურის ძე ხეჩატუროვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: ავტორობა
1867 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი „ბიბლიოგრაფია“ დაწყებითი განათლების საკითხებსა და ისეთ ახალ გამოცემებზე, როგორებიც იყო: პეტრე უმიკაშვილის „ქართული ანბანი“, იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ და გიორგი ერისთავის „თხზულებების“ პირველი ნაწილი.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „დროების" კორესპონდენციაში მოთხრობილია გორის მაზრის სოფლებში იოსებ მამაცაშვილის თაოსნობითა და ხელშეწყობით დაარსებული სასწავლებლების შესახებ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „დროების“ კორესპონდენციაში, რომელშიც მიმოხილულია გორისა და მიმდებარე სოფლების სიახლეები, ნათქვამია, რომ მებატონე ივანე სულხანიშვილის მიწვევით გორის მაზრას ეგზარხოსი ეწვია.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო იოსებ რევაზის ძე ჯორჯაძის მამული თელავის მაზრის სოფელ გრემში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად სოლომონ ნოშრევანის ძე ჯორჯაძის მამული თელავის მაზრის სოფელ გრემში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად მიხეილ ნოშრევანის ძე ჯორჯაძის მამული თელავის მაზრის სოფელ გრემში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გრიგოლ ზაქარიას ძე ბებურო-ვაჩნაძის მამული სიღნაღის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად თამაზ გრიგოლის ძე ანდრონიკაშვილის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დავით ესტატეს ძე ციციშვილის მამული გორის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მიხეილ დიმიტრის ძე თარხან-მოურავის მამული ახალციხეში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სარდიონ სოლომონის ძე მაჭავარიანის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აგვისტოს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გუბერნიის მრჩევლის, თავად მიხეილ სუმბათაშვილის ვენახი ნავთლუღში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.