რეგისტრირებული ფაქტები83169
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პიროვი ცხოვრობდა ელიზავეტინსკაიას 86-8-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს კონდახჩიანცის მზა ტანსაცმლის მაღაზიიდან გაიტაცეს 86 ათასი რუბლის საქონელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 სექტემბერს პიროვს შეიარაღებულმა პირებმა ბინიდან მუქარის ქვეშ გამოსძალეს 30 ათასი ბონი, 16 ათასი რუბლი და ძვირფასეულობა 186 ათასზე მეტის.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კონდახჩიანცს მზა ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა თბილისში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს სურსათის მინისტრის რწმუნებული ასათიანი სთავაზობდა სამინისტროს თავის სისტემას, რომელსაც უნდა გამოეწვია ფასების 3-4-ჯერ კლება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სურსათის მინისტრის რწმუნებული ასათიანი თანამდებობიდან გადადგა, რადგან შეუძლებლად მიაჩნდა მოღვაწეობა ახალ პირობებში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ასათიანი იყო საქართველოს სურსათის მინისტრის რწმუნებული.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს სურსათის მინისტრის რწმუნებული ასათიანი იყო პოლკოვნიკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სავაჭრო საქმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს სურსათის მინისტრის რწმუნებული პოლკოვნიკი ასათიანი თანამდებობიდან გადადგა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. აფრიკიანი ფლობდა ქარვასლას თბილისში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე მანთაშევი ფლობდა ქარვასლას თბილისში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. აფრიკიანის ქარვასლაში სპეციალურ რაზმს აღმოუჩენია მილიონი რუბლის მანუფაქტურა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მანთაშევის ქარვასლაში სპეციალურ რაზმს აღმოუჩენია 50 ვაგონი შაქარი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. სტატიის თანახმად, ჟორდანიას გამოუთქვამს აზრი, რომ ქართველ ოფიცრობას ქუჩაში მოუწევდა გადმონაცვლება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. გაზეთი იმედოვნებდა, რომ ქართველი ოფიცრობა არ აჰყვებოდა ჟორდანიას ინიციატივას სახალხო მილიციის შექმნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. სტატიის თანახმად, ჟორდანიას სურდა სახალხო მილიციის შექმნა, თუმცა იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ქართველებს ჰქონდათ წითელ გვარდიასთან დაკავშირებით, ჟორდანიას გაუჭირდებოდა თანამოაზრეთა პოვნა ამ საქმეში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. სტატიის თანახმად, ჟორდანიას შეუძლებლად მიაჩნდა რეგულარული არმიის შექმნა იმ მარტივი მიზეზით, რომ რეგულარულ არმიას ნებისმიერ დროს შეეძლო ნებისმიერი სახელმწიფო წყობის ჩამომხობა. თუმცა საფრანგეთის რესპუბლიკას უკვე 150 წლის განმავლობაში ჰყავდა რეგულარული არმია, რომელსაც არავითარი ზიანი არ მიუყენებია მისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც გაკრიტიკებულია ნოე ჟორდანიას. თუმანოვი იმედს გამოთქვამდა, რომ სახელმწიფო მოღვაწეთა შორის აღმოჩნდებოდა ბრძენი პოლიტიკოსი, რომელიც ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, სოციალისტური იდეალები უკეთ და უფრო სწრაფად განხორციელდებოდა კეთილმოწყობილ სახელმწიფოში, კულტურულ ადამიანებში, რომლებიც ერთმანეთს ყურს მიუგდებდნენ. ერთი ნაწილის მეორეზე მუდმივად გადამტერება არ წაადგებოდა საქმეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიის თანახმად, თუმანოვი შეშფოთებული იყო, რომ სოციალისტური სახელმწიფოს მაგივრად ბანქოს სახლი არ მიეღოთ, რომელიც პირველივე შეხებისას დაინგრეოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, ჟორდანია ისევე ჩქარობდა თავისი პოლიტიკის გატარებით, როგორც ლენინი და ამას შეიძლებოდა ისეთივე სავალალო შედეგები ჰქონოდა საქართველოსათვის, როგორც ლენინისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობას რუსეთისათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიიდან ირკვევა, რომ ნოე ჟორდანია არ იწონებდა ლენინის ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო სტრუქტურების ცვლილებებთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიის თანახმად თუმანოვი თვლიდა, რომ ლენინი ძალიან ჩქარობდა თავისი რეფორმებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, ყველა პოლიტიკურ მოღვაწეს ჰქონდა ფასეულობა და მიზნები, მაგრამ მთავარი ამ მიზნების შეთანხმება იყო მოცემული ერის ეკონომიკურ სტრუქტურასთან.