რეგისტრირებული ფაქტები87536
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრის სცენაზე შალვა დადიანის თაოსნობით წარმოადგინეს ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრში გამართულ ნინო ნაკაშძის სპექტაკლში „ვინ არის დამნაშავე?“ თამაშობდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, ოლღა ლეჟავა და ოლიმპიადა ღოღობერიძე, შალვა დადიანი, პლატონ კორიშელი, ანდრია მურუსიძე, ვასილ ურუშაძე და შალვა ხონელი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი და იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობის მომწყობი კომისიის თავმჯდომარე იყო არჩილ ავალიშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს ნიკოლოზ ქართველიშვილმა სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის პრეზიდიუმის წევრობაზე ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა, მის ნაცვლად კიტა აბაშიძე აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარედ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაინიშნა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის მდივანთა კოლეგიაში იყვნენ: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, იოსებ რომანიშვილი, იოსებ იმედაშვილი და სიო ჭანტურიშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, 80-იან წლებში გორის მოყვარულთა მუდმივი დასის წევრები იყვნენ: მარიამ კერესელიძისა, სოფიო ლომოურისა, ნინო მგალობლიშვილისა, კესარია გაბუნია-ტატიშვილისა და სხვ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე პროფესიული საკითხების გასარკვევად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც აირჩიეს: ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ვლადიმერ მესხიშვილი, შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე წუწუნავა და თითო წევრი ყველა დრამატული საზოგადოების წრიდან.

