რეგისტრირებული ფაქტები93536
სორტირება თარიღი მზარდობით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს სიმონ ესაძეს სრულმეტრაჟიანი ფილმის „კავკასიის დაპყრობა“ სცენარის დაწერა და კონსულტირება დაევალა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-1914 წლებში ლეო კერესელიძე ჟენევაში დაარსებული ქართული გაზეთის „თავისუფალი საქართველო” თანარედაქტორი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს გიორგი კერესელიძეს ჟენევაში დაფუძნებული ჰქონდა ქართული გაზეთი „თავისუფალი საქართველო”.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913-1914 წლებში ლეო კერესელიძე მიხაკო წერეთელთან ერთად სათავეში ჩაუდგა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913-1914 წლებში საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ეგიდითა და გერმანელების მხარდაჭერით, ლეო კერესელიძე აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული სამხედრო ფორმირების – ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებაში, რომლის პირადი შემადგენლობაც 1800 კაცით განისაზღვრა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ზაქარია ყიფშიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის 1913 წელს გიორგი ერისთავი წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლიდან ალექსანდრე ქონიაშვილმა გააგრძელა სამხედრო სამსახური ყუბის 155-ე ქვეითი პოლკის ოფიცრად.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ალექსანდრე მაჭავარიანი წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით, მახვილებით და ბაფთით დააჯილდოვეს.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი შეადგენდა 75 მანეთს, გასავალი – 33 მანეთსა და 12 კაპიკს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება 257 წევრისაგან შედგებოდა. წლის მანძილზე საზოგადოების განყოფილებამ ჩაატარა 8 სხდომა და განიხილა 30 საქმე.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 165 მანეთსა და 07 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 47 მანეთსა და 54 კაპიკს.
1913
ტიპი: გარდაცვალება
1913 წლის 10 იანვარს სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ სპირიდონის ძე მიქიაშვილი გარდაიცვალა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვს 40 მანეთი გადაუხადა იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვის პროცესიის სურათებში.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის თბილისის მეოთხე გიმნაზიის მერვე დამატებითი კლასის დამთავრების ატესტატი (საბუთი №232) და კეთილსაიმედოობის მოწმობა (საბუთი №10 060).
1913
ტიპი: განათლება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ 1913 წლის 17 იანვარს განიხილა შალვა გოგებაშვილის დეკემბრის წერილი და დაადგინა: კიევში ბოლოს გაგზავნილი 100 მანეთი სწავლის დასამთავრებელ დახმარებად ჩასთვლოდა ადრესატს; ამავე მიზნით კიდევ 200 მანეთი გაეგზავნათ მისთვის და თანაც გაეფრთხილებინათ, რომ სწავლის დამთავრებისთვის მეტი თანხა აღარ მიეცემოდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა შეატყობინა, რომ მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის პოლიტიკური კეთილსაიმედოობის მოწმობა (№10060) დირექციაში შენახულ საქმეს დაურთო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის ატესტატი გაუგზავნა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა შეატყობინა, რომ საზოგადოების 17 იანვრის თხოვნის შესაბამისად კერძო მასწავლებელი ნინო მონადირაშვილი თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დაამტკიცა.
1913
ტიპი: ღონისძიება
ქვემო ქიზიყში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალის დამფუძნებელთა კრების მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი ოქმის თანახმად, 1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის, მამა ეგნატე მენთეშაშვილის მოწვევით გაიმართა ორმოცკაციანი კრება, რომელმაც დაადგინა განყოფილების გახსნა და გამგეობის ადგილსამყოფლად სოფელი ქვემო მაჩხაანი გამოაცხადა. ფილიალის ნამდვილ წევრად ოცდაათი პირი ჩაეწერა, რომლებმაც გამგეობის წევრებად მღვდელი ლუკა ნაცვლიშვილი და ალექსანდრე ინაშვილი აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარედ − მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი.
1913
ტიპი: სტატუსი
1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის ეგნატე მენთეშაშვილის თაოსნობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქვემო მაჩხაანის ფილიალის დამფუძნებელთა კრება, რომლის ოქმშიც წარმოდგენილია ოცდაათი ნამდვილი წევრის სია: ელენე ბოსტაშვილი, მღვდ. მიხეილ მენთეშაშვილი, გრიგოლ ლაპიაშვილი, გიორგი ბერძნიშვილი, იაკობ მენთეშაშვილი, სვიმონ ჯანყარაშვილი, მღვდ. იოანე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ კორაშვილი, მოსე ჯალიაშვილი, ვასილ ალადაშვილი, კონსტანტინე ნასრაშვილი, ზაქარია ფაშალიშვილი, რაჟდენ ჯალიაშვილი, მიხეილ ჯანყარაშვილი, იოსებ ქადაგიძე, მღვდ. ლუკა ნაცვლიშვილი, მღვდ. ეგნატე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ მენთეშაშვილი, მასწ. ილია მენთეშაშვილი, ალექსანდრე ნადირაშვილი, ივლიტა მენთეშაშვილი, ალექსანდრე ინაშვილი, სოლომონ კურცხალია, აბრამ მატიაშვილი, ალექსანდრე თათარაშვილი, დიმიტრი გონაშვილი, ვასილ ნადირაშვილი, ოლღა ნატროშვილი, ნიკოლოზ მელექსიშვილი, მიხეილ ზედელაშვილი. კრებამ გამგეობის წევრებად აირჩია ალექსანდრე ინაშვილი და მღვდ. ლუკა ნაცვლიშვილი, თავმჯდომარედ – მღვდ. ეგნატე მენთეშაშვილი.

