რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ექვთიმე თაყაიშვილს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილისა და ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის საფლავებზე ძეგლების ასაგებად ხარჯთაღრიცხვის შედგენა და გამგეობისთვის წარდგენა დაავალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქართველ მაჰმადიან მოსწავლე სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილს თბილისის გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია მისცეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის გამგის, პოლიკარპე ლორთქიფანიძის თხოვნა სკოლისთვის 500 მანეთის სესხად მიცემის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სერგო გორგაძის თხოვნა საზოგადოების წიგნების გამოყენების უფლების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქართველ მაჰმადიან მოსწავლე მურად გულთაიშვილს თბილისის გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია მისცეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ქობულეთის სამკითხველოსთვის 15 მანეთის წიგნების გადაცემის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს არტისტულ თეატრში მათევოს აღაიანცის სცენაზე მოღვაწეობის 35 წლის იუბილე აღნიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს სახალხო სახლში სოსო რომანიშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილე აღნიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს სათათბიროს 15 სხდომიდან განდევნეს სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი დეპუტატები – ნიკოლოზ ჩხეიძე, აკაკი ჩხენკელი და ვარლამ გელოვანი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამა „მეუფე ურიათა“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 29 აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ზაქარიას ძე სარაჯიშვილის მიერ ნაანდერძევი წყნეთის ქუჩაზე მდებარე ადგილის გაყიდვის შესახებ.

