საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83601

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფუცლიდან” ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვს ვაჭრების სათხოვარი გადასცეს. მათი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მოქალაქეთა გამგეობაში პასპორტების ასაღებად 20-30 მანეთის გადახდა უწევდათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ტოჩი შელია 7-8 წლის განმავლობაში ციმბირიდან გამოქცეული იყო. იგი ზუგდიდისა და სენაკის მაზრებში იმალებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ნოემბერს ზუგდიდში ადგილობრივმა ბოქაულმა ციმბირიდან გამოქცეული ავაზაკი, ტოჩი შელია შეიპყრო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბელიაევი ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ს. ს. თოფურია ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვისოცკი ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სერგეენკო ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მამონტოვი ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბელიაევი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ს. ს. თოფურია ქუთაისის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვისოცკი სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილების მმართველი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სერგეენკო ქუთაისის გუბერნიის ექიმი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მამონტოვი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის ოლქის ბრალმდებლის მოადგილე ჩერნიკი ამავე სასამართლოს წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თეოდორ ბიკოვმა ქალაქის გლეხთა მამასახლისს ქალაქის გლეხთა დეპუტატების ხელახლა არჩევა უბრძანა, რადგანაც პირველი არჩევნები უკანონო იყო.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ იულიან შარაშენიძის საქმე განიხილა. მას ბათუმის მომრიგებელი მოსამართლისთვის შეურაცხყოფის მიყენება ედებოდა ბრალად და 2 წლით დააპატიმრეს.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 13 ნოემბერს გორში თბილისის ოლქის სასამარლომ ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის მკვლელობის საქმე განიხილა. მკვლელობაში ბრალი დაუმტკიცდათ ბესო იმერლიშვილსა და გაბო იმერლიშვილს. ოთხივეს ათი წლის პატიმრობა მიუსაჯეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მოკლული პეტრე ჰუსეინოვი ადრე მაჰმადიანი იყო, შემდეგ კი მართლმადიდებელ ქრისტიანად მონათლულა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პეტრე ჰუსეინოვი მოკლეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბაგრატ მჭედლიძე აფხაზეთის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა დასმა ქუთაისში ალექსანდრე სუმბათაშვილის 5 მოქმედებიანი დრამა „შევარდნები და ყორნები” წარმოადგინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მეიერი თბილისის მახლობლად ჩაის გაშენებას გეგმავდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მეიერი ბაღი „ფლორას” მეპატრონე იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ იაკობ სერგის ძე მედვედევი სამსახურის საქმეების გამო პეტერბურგში მიემგზავრებოდა.