რეგისტრირებული ფაქტები83608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მოსიძე მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს ქართულ თეატრში უნდა დაედგათ „აი გიდი მეგობრებო!!”, რომელშიც ეფემია სიმონის ასული მესხი-გეპნერისა იღებდა მონაწილეობას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი სოხუმში მიდიოდა, რათა სოხუმსა და ზუგდიდს შუა არსებული გზატკეცილის საქმე გამოეკვლია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელეები, ე. ლ. ვედენეევი, შაიკევიჩი და გრიგორიევი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებას გეგმავდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ „თფილისის საქველმოქმედო საზოგადოებას” ოთხასი თუმანი შესწირეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის იუბელსთან დაკავშირებით კრება გაიმართა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ წარმოდგენებიდან შემოსული თანხის ერთი ნაწილით ქართველ ღარიბ ლიტერატორებს უნდა დახმარებოდნენ, მეორე ნაწილი კი ძველ ქართულ ნაშთთა სალაროსთვის გადაეცათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით კრება გაიმართა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ დღესასწაული დაენიშნათ გაზაფხულზე და ეზეიმათ ყველა ქალაქსა თუ დაბა-სოფელში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 ნოემბერს ქართულ თეატრში პირველად იდგმებოდა პიესა „ბედი მუხთალია”, რომელშიც ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქაზიშვილი იღებდა მონაწილეობას.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სკოლის მასწავლებელი დარახველიძე სამეგრელოდან ლეჩხუმის მაზრაში, სოფელ ოყურეშში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენეევი პეტერბურგიდან თბილისში ბრუნდებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ალიოზ შიხინოვი თვითმმართველობისგან აფთიაქის გასახსნელად ნებართვას ითხოვდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი ევანგულოვმა ქალაქის გამგეობაში წინადადება შეიტანა, რომ ქალაქში სანოვაგის ცენტრალური ბაზარი გამართულიყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ახალი ვაჟთა გიმნაზია უნდა ეკურთხებინათ. ამ გიმნაზიის დირექტორი ა. ი. სტოიანოვი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი” წერს, რომ სოფრომ იობის ძე ზედგენიძე შულავერის მაზრის ხაზინის კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თ. ნ. თავდგირიძემ ხმოსნებს მოახსენა, რომ მისი აზრით, საჭირო იყო ოზურგეთში ახალი ეკლესიის აშენება, რადგან ძველი ეკლესია მლოცველებს ვეღარ იტევდა. ხმოსნებმა ეს წინადადება მოიწონეს და ამ მიმართულებით მუშაობას შეუდგნენ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამოსწავლო საბჭოს ოზურგეთის განყოფილებამ საპატიო წევრად ოზურგეთის ქალაქისთავი თ. ნ. თავდგირიძე აირჩია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბათუმის გამგეობამ ახლადგადაკეთებულ ვაჟთა გიმნაზიას დროებითი სადგომი ჩააბარა. ამ ღონისძიებას გიმნაზიის დირექტორი ა. ი. სტოიანოვი ესწრებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ საბინინი ფრანგულ ენაზე ნაშრომს ამზადებდა, რომელშიც საქართველოს ეკლესიის შესახებ უნდა ყოფილიყო მოთხრობილი. ამ ნაშრომში მიხეილ საბინინი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესია თავიდანვე დამოუკიდებელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 მაისს ე. ლ. ვედენეევი სამსახურის საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს კავკავში ვრასკი და კარნოვიჩი სისხლის სამართლის საქმეების განხილვას აპირებდნენ.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 2 მაისს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა ეკატერინე ნონიკოვისა და იოსებ მურადოვის საქმე, რომელთაც მევახშეობა ბრალდებოდათ. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო. ეკატერინე ნონიკოვს ხუთი თვითა და ათი დღით, ხოლო იოსებ მურადოვს ათი თვითა და ოცი დღით პატიმრობა მიუსაჯეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 მაისის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოფელი ბოდბისხევის ახალგაზრდობამ ადგილობრივი ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტა. დახმარების მსურველებს შემოწირულობის გაგზავნა ქალაქ სიღნაღში დიმიტრი ნადირაძის სახელზე შეეძლოთ.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 26 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატას სააპელაციო საჩივრის გამო ხელახლა უნდა განეხილა ნაპოლეონ ივანეს ძე ამატუნის საქმე, რომელსაც ქალაქის საურთიერთო ნდობის ბანკში ბოროტმოქმედების ჩადენა ედებოდა ბრალად.