რეგისტრირებული ფაქტები81259
სორტირება თარიღი მზარდობით
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 სექტემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო კნეინა ნინო ივანეს ასულ ციციშვილის მამული სოფელ რუისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად მიხეილ მიხეილის ძე ანდრონიკაშვილის მამული სოფელ ვეჯინში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 სექტემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად დიმიტრი თეიმურაზის ძე ციციშვილის მამული სოფელ ხვედურეთში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ალექსანდრე გიორგის ძე ანდრონიკაშვილის მამული სოფელ დარჩეთში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 20 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა სხიერის წმ. გიორგის ეკლესია აკურთხა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 21 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად რევაზ გრიგოლის ძე ყარალაშვილის მამული სოფელ არტანში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 21 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ზაქარია ნოშრევანის ძე ჯორჯაძის მამული სოფელ გრემში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 21 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურების, ევგენი და გლახა აზნაურიშვილების მამული სოფელ წინანდალში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 21 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო კოლეგიის რეგისტრატორის, ადამ ევგენის ძე ქობულიშვილის მამული სოფელ კონდოლში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კონსტანტინე აფხაზი 1867 წლის 27 სექტემბერს (ოქტომბრის 10) სიღნაღის მაზრის სოფ. კარდენახში დაიბადა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 29 სექტემბერს მონასტირცევმა და ტერ-აკოფოვმა თბილისში გახსნეს კერძო სასწავლებელი, რომელიც ხარისხით გიმნაზიას უტოლდებოდა.
1867
ტიპი: გარდაცვალება
1867 წლის 12 ოქტომბერს ლაჩთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე ონისიმეს ძე ჩიკვილაძე გარდაიცვალა.
1867
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დიმიტრი ხოშტარია დაიბადა აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში, 1867 წლის 26 ოქტომბერს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის დადგენილების თანახმად საჯაროდ უნდა გაყიდულიყო საფარ ბაღდანის ძე ბაღდანოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ოჰანეზ აფრიამას ძე აფრიამოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ვასილ ათანასეს ძე ათანასოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.