რეგისტრირებული ფაქტები81259
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 4 აგვისტოს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის საქმისმწარმოებელმა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ 29-დღიანი შვებულება აიღო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 6 ივნისს კ. აბაშიძის სახალხო განათლების მინისტრის თხოვნაში წერია, რომ 1914 წლიდან 1915 წლამდე მსახურობდა საერობო კავშირის ბათუმის განყოფილებაში და პირველ ხანებში განაგებდა მთელი ართვინის მიმართულების დაწესებულებათა საქმეებს,შემდეგ კი მთავარი დაწესებულების საქმის გამგედ ბათუმში. ჯამაგირს იღებდა თვეში-300 მან., ჰქონდა ოთახი და სადილი.
1915
ტიპი: თანამდებობა
კონსტანტინე 1915 წელს ბათუმის ციხის უფროსის განკარგულებით გაგზავნილი იყო ბათუმის ოლქიდან და იძულებული შეიქნა თავი დაენებებინა სამსახურისთვის. 1915-1917 წწ. აგვისტოს დასასრულამდე მსახურობდა ბათუმ-ტრაპიზონის გზის სამმართველოში და ეკავა საქმის გამგის თანაშემწის ადგილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 6 აგვისტოს N523 ბრძანებით, კ. ი. აბაშიძე დამტკიცდა უმაღლესი და საშუალო სკოლების განყოფილების საქმის მმართველად 1918 წლის პირველი ივლისიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრი ლასხიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბერს განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ამოწმებს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით, რომ კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე მსახურობს სახალხო განათლების სამინისტროში და მისი პირადი მდივანია.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის 1918 წლის 7 დეკემბერის N85 ბრძანებით უმაღლესი და საშუალო სასწავლებელთა განყოფილების საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე დაინიშნა სახალხო განათლების მინისტრის პირად მდივნად იმ წლის პირველი ოქტომბრიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს საქმის მწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე მიმართავს თხოვნით, სენატის სამოქალაქო საქმეთა საკაასაციო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის თანამდებობა გაათავისუფლონ და სრულიად სამსახურიდან. ასევე, ითხოვს უშუამდგომლოს მინისტრის ამხანაგთან, რათა ერთდროული დახმარების სახით მისცეს 1 თვის ჯამაგირი. თავისი ნივთიერი მდგომარეობის შესახებ არაფერს ეუბნება, რადგან თავად დირექტორსაც კარგად მოეხსენება მათი მატერიალური მდგომარეობა. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი კ.აბაშიძე.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე 1889 წლის 28 ივნისს დაიბადა. არის მართლმადიდებელი.
1919
ტიპი: განათლება
უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის მიერ გაცემულ მოწმობაზე, რომელსაც ხელს აწერს მთავრგამგე ნიკ. აბესაძე, წერია, რომ კონსტანტინე აბაშიძე 1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროს დეპუტატის თანდასწრებით გამოიცადა: ქართულ ენასა და სიტყვიერებაში, რუსული ენის სიტყვიერებაში, ფილოსოფიურ პროპიდევტიკაში, სჯულთმეტყველებაში, ლათინურ, გერმანულ და ფრანგულ ენებში, მათემატიკაში, მათემატიკურ გეოგრაფიაში, ფიზიკაში, მსოფლიო ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის 1919 წლის 29 მარტის N90 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან დაამტკიცეს ვასილ აბდუშელიშვილია. ხელს აწერს მთავარგამგე გ. ნათაძე
1919
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის 1919 წლის 27 თებერვლის N16 ბრძანების მიხედვით, თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელ ვასილ აბდუშელიშვილიშვილისთვის უნდა ჩაეთვალათ სახელმწიფო სამსახურში განათლების სფეროში ნამსახურეობის წლები 1913 წლის 1-ლი ენკენისთვიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ მარტს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს სახალხო განათლების სამინისტროდან სწერენ, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიის მასწავლებელ ვასილ აბდუშელიშვილს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში სახალხო განათლების სფეროში ნამსახურეობის წლები 1913 წლის პირველი ენკენისთვიდან. ასევე, 19 თებერვლის N140 მიწერილის პასუხად სთხოვენ შეადგინონ ხსენებული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სია შემოღებული ფორმის მიხედვით. ხელს აწერს მთავარგამგე გ. ნათაძე და საქმის მწარმოებელი.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 21 იანვარს დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე სახალხო განათლების სამინისტროს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელმა ვასილ აბდუშელიშვილმა დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტი ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი 1913 წელს. ასევე, სთხოვს, ნამსახური წლები ვ. გ. აბდუშელიშვილს ჩათვლოდა ნამდვილ სამსახურში.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 1-ელი ენკენისთვიდან ვასილ აბდუშელიშვილი ყოფილ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (ახლანდელი თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზია) ასწავლიდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელი ვასილ აბდუშელიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია 1-ლი სექტემბრის მოთხოვნის თანახმად. მას სექტემბრის ჯამაგირი მიღებული აქვს და უკან დაბრუნება უნდა მოსთხოვონ.
1918
ტიპი: ავტორობა
კანცელარიის დროებითმა დირექტორმა, მ. თაქთაქიშვილმა (საქმისმწარმოებელი ლ. ზარიძე) 1918 წლის 2 ივლისს მთავრობის საქმეთა მმართველობას მისწერა, რომ განათლების სამინისტრომ სთხოვა, ეცნობებინა, შეატყობინეს თუ არა ფინანსთა მინისტრს საბჭოს დადგენილება ქუთაისის დედათა პროფესიული სასწავლებლისთვის დახმარების სახით 4 900 მან. მიცემის შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 26 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების „ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის ნივთიერი დახმარების შესახებ“ მიხედვით, ქალთა საშუალო სასწავლებლები ყოველწლიურად იღებდნენ 3 500 მან. შემწეობას, მაგრამ ეს ვერ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნილებას. წმ. ნინოს სასწავლებელმა ვერ შეძლო ჯამაგირების გაცემა და სასწავლებლის საოჯახო ნაწილის მოწესრიგება. ლასხიშვილი სასწავლებელს შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე, რათა ხარჯებისთვის გამოუყონ 3 500 მანეთი.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წლის 26 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ სკოლებში უმეტესად დაბალ სწავლამიღებული მასწავლებლები მუშაობენ, რომელთაც განსაკუთრებული გამოცდით მიუღიათ მასწავლებლობა. ამის მოსასპობად ხონის საოსტატო სემინარიის პედაგოგიურ საბჭოს შუამდგომლობს, დაარსდეს მოსამზადებელი და პირველი კლასების პარალელური კლასები და ამისთვის გაიხსნას კრედიტი 18 625 მანეთის ოდენობით.