საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლიდან იოსებ აბაკელია 7 თვე იმყოფებოდა კავკასიის ფრონტზე (სარაყამიშთან ბრძოლის დროს); 4 თვე გალიციაში, 11 თვე ჩრდილოეთის ღვინის ფრონტზე და 10 თვე სამხრეთ-დასავლეთის, ანუ ბროდის ფრონტზე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს შალვა ამირეჯიბი ქუთაისში გადასახლს და იქ რედაქტორობდა გაზეთ „სამშობლოს“, შემდეგ – „იმერეთს“.

1914

ტიპი: განათლება

1914-1916 წლებში შალვა მაღლაკელიძე მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მესამე კურსიდან იგი სამხედრო სასწავლებელში წავიდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის სექტემბრიდან დეკანოზი აბრამ გაზაიანცი თბილისის II კომერციული სასწავლებლის სომხურ-გრიგორიანული ღვთის კანონისა და სომხური ენის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი 3650 მანეთს შეადგენდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1917 წლებში არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი მუშაობდა კერძო ქარხნებში მოსწავლე ზეინკლად.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლიდან 1918 წლამდე ლიდია გეპშტეინი თბილისში ექიმ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებას მხოლოდ ერთი სკოლა ჰქონდა. ბიბლიოთეკაში სისტემატურად იმართებოდა ქართული წარმოდგენები.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ევსევი ჩიხლაძე და დავით თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ. 

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს მარიამ ლომინაძემ ბახვის შრომის სკოლაში გაგზავნა მასწავლებელთა სია, რომელშიც აღნიშნული იყო, ვინ რჩებოდა მასწავლებლად. ლომინაძე ასევე იწერებოდა, რომ გიგო შარაშიძე პენსიაზე გადიოდა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ალექსანდრა ალის ასულმა გარდაფხაძე-ქიქოძემ დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის რვა კლასი.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილმა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნატალია ბასილაშვილი წილკნის სამინისტრო სკოლის მასწავლებელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ნოემბერში ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრს, არქიმანდიტრ ნესტორ ყუბანეიშვილს, 1914 წლის 1-ლი იანვრის ჩანაწერის თანახმად, ერთიანად აქვს გადახდილი საწევრო შესატანი (100 მანეთი).

1914

ტიპი: სტატუსი

1914 წლის 1-ლი იანვრისთვის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრებად ირიცხებიან: ბართლომე მოსეშვილი, ვლადიმერ მოსეშვილი, პავლე მოსიძე, გალაკტიონ მომცემლიძე, ნოე მხეიძე, არქიფო მხეიძე, დიმიტრი ნაზაროვი, დავით ნაზაროვი, ალექსი ნაკაიძე, ისიხი ნაკაშიძე, გრიგოლ ნარაკიძე, გრიგოლ ნასარიძე, ვლადიმერ ნაცვლიშვილი, იასონ ნიკოლეიშვილი, ევსევი ნიკოლაძე, ალექსანდრე ნოზაძე, ანტონ ოდიშარია, მიხეილ ორაგველიძე, ვანდრიკა ოქრომჭედლიშვილი, იოსებ ოცხელი, სიმონ ოცხელი, ეპიფანე ოყროშიძე, გრიგოლ პავლოვი, ივანე პურადაშვილი, პეტრე ჟვანია.

პირები
არქიფო დავითის ძე მხეიძე ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი გრიგოლ ალექსის ძე პავლოვი გრიგოლ დავითის ძე ნასარიძე გრიგოლ სიმონის ძე ნარაკაძე დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზაროვი ევსევი ბარნაბას ძე ნიკოლაძე ივანე ისაკის ძე პურადაშვილი იოსებ ივანეს ძე ოცხელი ივსიხი დავითის ძე ნაკაშიძე მიხეილ პავლეს ძე ორაგველიძე ნოე არჩილის ძე მხეიძე პავლე ივანეს ძე მოსიძე სიმონ ივანეს ძე ოცხელი ვლადიმერ ქრისტეფორეს ძე ნაცვლიშვილი (ლადო ბზვანელი) ანტონ ივანეს ძე ოდიშარია ალექსანდრე ნოზაძე გალაკტიონ მომცემლიძე დავით ნაზაროვი პეტრე ჟვანია ეპიფანე ოყროშიძე იასონ ნიკოლეიშვილი ალექსი ნაკაიძე ვანდრიკა ოქრომჭედლიშვილი ვლადიმერ მოსეშვილი
წყარო

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აკაურთის სკოლა გაიხსნა. ტრიფონ შუბლაძე ამ სკოლაში დანიშნული პირველი მასწავლებელი იყო, მაგრამ მას დიდხანს არ უსწავლებია, რადგან ჯარში გაიწვიეს, და სკოლაში სწავლა დროებით შეჩერდა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ელენე პეტრეს ასული მეფისაშვილი, სერაფიონ მიტროფანეს ძე მიქაძე, ტრიფონ გიორგის ძე მიქაბერიძე, ნოე დიმიტრის ძე მიქაძე, იოსებ მირაქოვი, პიმენ კონსტანტინეს ძე მიქელაძე, ევგენია ალექსანდრეს ასული მიქელაძისა, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი და სოლომონ გიორგის ძე მიქელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი ყველას ჰქონდა გადახდილი.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს იოანე იოველის ძე გამრეკელმა თბილისის კომერციული სასწავლებელი დაამთავრა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის პირველი იანვრის ანგარიშის მიხედვით, მარიამ ვარდოსანიძე, ივანე ვანიძე, სოსო ვარდიძე, ჭიჭიკო ვარდოსანიძე, ვლადიმერ ვეკუა, ბარბარე ვოლსკი, ასლან ზარქუა, თეოდორა თავდგირიძე და სამსონ კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 

1914

ტიპი: სტატუსი

ანტონ აბესაძე, ივლიანე აბესაძე, ნინო აბესაძე, დავით აბდუშელიშვილი, ნიკო აბზიანიძე, სიმონ აბულაძე, დავით ავალიანი, თევდორე ალადაშვილი, ნინა ალიბეგოვი, იოსებ ალიბეგოვი, ეკატერინე ალიბეგოვი, გრიგოლ ალშიბაია, ვასილ ამაშუკელი, სიმონ ამირაჯიბი, მინა ამირაჯიბი, ეკატერინე ანთაძე, მიხაილ ანთაძე, ივლიანე ანჯაფარიძე, მიხეილ ანჯაფარიძე, ტიტე ართმელაძე, სამსონ არჯევანიძე, საშა ამირაღოვი, რაჟდენ არსენიძე, ბეჟან ასათიანი, ბიკტორ ასათიანი, ტიხონ ასათიანი, სამსონ აფხაიძე, იასონ ახვლედიანი, დესპინე ახვლედიანი, სარრა ახვლედიანი, ერასტი ბაბოდოღლი, დავით ბაგრატიონი, ივანე ბადრიძე, გიორგი ბადრიძე 1914 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრებად ირიცხებოდნენ.

პირები
გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (არ. რაჟდენიძე) თევდორე ალადაშვილი გიორგი ივანეს ძე ბადრიძე დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი დავით ნიკოლოზის ძე ავალიანი ვიქტორ (ბიკტორ) სამსონის ძე ასათიანი იასონ გრიგოლის ძე ახვლედიანი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე ივლიანე გრიგოლის ძე ანჯაფარიძე ნიკოლოზ დიანოსის ძე აბზიანიძე ნინო ივლიანეს ასული აბესაძე სამსონ არჯევანიძე სამსონ პავლეს ძე აფხაიძე სარა ალექსის ასული ახვლედიანი სიმონ ალექსის ძე აბულაძე ტიტე იულონის ძე ართმელიძე ტიხონ ალექსის ძე ასათიანი ეკატერინე იოსების ასული ანთაძე ვასილ ამაშუკელი ივანე ბადრიძე ერასტი ბაბოდოღლი ბეჟან ასათიანი დესპინე ახვლედიანი საშა ამირაღოვი მიხეილ (მიხაილ) ანთაძე მინა ამირაჯიბი სიმონ ამირაჯიბი ეკატერინე ალიბეგოვი ნინა ალიბეგოვი იოსებ ალიბეგოვი მიხეილ ანჯაფარიძე ანტონ აბესაძე
წყარო

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 1-ელი იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრთა სიის მიხედვით, ზურაბ ივანეს ძე გველესიანმა ერთიანად გადაიხადა საწევრო – 1 500 მანეთი.