საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83615

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას თავმჯდომარეობით გახსნილ სასწავლებელთან გახსნეს პანსიონი, რომლის სწავლის წლიური გადასახადი 250 მანეთს შეადგენდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ნატროევს გრიგოლ ჩიტაევის გაქურდვა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის მიერ გამოცემული სურათებიანი საყმაწვილო წიგნი „პირუტყვების ამბები“ 25 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 მარტს სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიამ ქუთაისში სასწავლებელი გახსნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა ქუთაისში გამართულ სამუსიკო-სალიტერატურო საღამოში მიიღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 31 მარტს ილია ნატროევი დააპატიმრეს.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წელს გორის მაზრაში ტარიელ ტატიშვილი მოკლეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველებისა და დიდაქტიკის მასწავლებლად დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 28 მარტს ექიმმა რუდკოვსკიმ პოლიციელების თანდასწრებით დუქნების დაათვალიერებისას 2 ფუთი გაფუჭებული თევზი და 15 გირვანქა ხორცი აღმოაჩინა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თეიმურაზ ფადეის ძე თაზიევის ხეკორძში მდებარე 119 დესეტინასა და 1680 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თეიმურაზ ფადეის ძე თაზიევს ხეკორძში 119 დესეტინა და 1680 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი მიხეილის ძე ანდრონიკოვის მელაანში მდებარე 120 დესეტინასა და 476 კვადრატულ საჟენ ტყეს, თუთის ტყეს, სახნავ-სათეს და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი მიხეილის ძე ანდრონიკოვს მელაანში 120 დესეტინა და 476 კვადრატული საჟენი ტყე, თუთის ტყე, სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლევან ლუარსაბის ძე თარხან-მოურავსა და ივანე ბესარიონის ძე თარხან-მოურავს გომისჯვარში 86 დესეტინა და 140 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები ჰქონდათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ვორონეჟის სამხარეო სასამართლოს პროკურორის ამხანაგი ს. ნ. კოვალენკო იმავე თანამდებობაზე დაინიშნა ქუთაისში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლევან ლუარსაბის ძე თარხან-მოურავისა და ივანე ბესარიონის ძე თარხან-მოურავის გომისჯვარში მდებარე 86 დესეტინასა და 140 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს არტემ ალექსანდრეს ძე ტერ-სარქისოვსა და ბეგლარ გიორგის ძე ხითაროვს ჟებოტაში 2008 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და სანახირე ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა არტემ ალექსანდრეს ძე ტერ-სარქისოვისა და ბეგლარ გიორგის ძე ხითაროვის ჟებოტაში მდებარე 2008 დესეტინასა და 1200 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო და სანახირე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვასილ ალექსანდრეს ძე სულხანოვისა და მისი მოწილის მარიამჯვარში მდებარე 253 დესეტინასა და 570 კვადრატულ საჟენ ტყესა და საძოვარ ადგილს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვასილ ალექსანდრეს ძე სულხანოვს მოწილესთან ერთად მარიამჯვარში 253 დესეტინა და 570 კვადრატული საჟენი ტყე და საძოვარი ადგილი ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 მარტს ოზურგეთში გამართულ ხელის მოწერაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გრიგოლ დავითის ძე გურიელმა 5 მანეთი შესწირა, ვასილ ცვეტკოვმა, სპირიდონ ბიჭიას ძე თოფურიამ და სტ. ი. ფატიანოვმა – თითო მან., ი. გ. კაციტაძემ – 6 მანეთი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დამხმარე ალექსანდრე ივანეს ძე მეტელკინი თანამდებობიდან გათავისუფლდა სტავროპოლის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის გამო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ხორეშან თადეოზის ასულ ციციანოვის ქვემო ავჭალაში მდებარე 43 დესეტინასა და 2140 კვადრატულ საჟენ ბაღს, სახნავ-სათეს და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ხორეშან თადეოზის ასულ ციციანოვს ქვემო ავჭალაში 43 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი ბაღი, სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე ლევანის ძე ციციანოვის ქარელში მდებარე 8 დესეტინასა და 1760 კვადრატულ საჟენ საბაღე და საბოსტნე ადგილებს.