რეგისტრირებული ფაქტები87500
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე კონსტანტინე აფხაზი სათეატრო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს ახალი კლუბის შენობაში გიორგი ჟურულის თავმჯდომარეობით გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე რომანოზ დიმიტრის ძე ბებიაშვილი კრების მდივნად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე აკაკი წერეთელი და ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი სათეატრო კომისიის საპატიო თავმჯდომარეებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი სათეატრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს ახალი კლუბის შენობაში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომა. კრების თავმჯდომარედ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული აირჩიეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი, პავლე იოსების ძე თუმანიშვილი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და სხვ. სათეატრო კომისიის წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 26 ოქტომბერს იოსებ ჟივიძე ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიური კრების მდივანი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს თეოფილე კეკელიძის თავმჯდომარეობით ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიური კრება გაიმართა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე აირჩიეს სათეატრო კომისიის წევრები: ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, ს. ი. ფორაქაშვილი, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიურ კრებაზე რ. სალაყაია და მ. ხითარიშვილი გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიურ კრებაზე ყ. მეხუზლა, ს. თითბერიძე, გ. პატიაშვილი, გიორგი იორდანიშვილი, ვ. კვიჟინაძე და სხვ. გამგეობის წევრებად აირჩიეს.

