საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87502

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით დიმიტრის ძე ჭავჭავაძის თიანეთის მაზრაში მდებარე 326 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით დიმიტრის ძე ჭავჭავაძეს თიანეთის მაზრაში 326 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ლ. ფორკატმა ქალაქის გამგებლიდან მიიღო 17.500 მანეთი და თანხმობა, რომ ქალაქის ჩირაღდნებით განათებისთვის პეტერბურგიდან საჭირო ინვენტარი ჩამოეტანა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტორლეცკიმ ანტრეპრენიორის თანამდებობა დატოვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის პირველ აგვისტოს რუდკოვსკიმ შეამოწმა თბილისის ხილისა და პროდუქტის მაღაზიები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ლორთქიფანიძემ თავის როტონდაში საცეკვაო საღამო გამართა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ თედო სახოკიას მიერ ფრანგულიდან თარგმნილი „მეფის ასული მიმი და მისი მიჯნურნი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არისტაკესი სომხეთის ეპისკოპოსი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეპისკოპოს არისტაკესის ხელმძღვანელობით დუშეთში 4 კლასიანი სკოლა უნდა აშენებულიყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 ივლისს ნიკოლოზ ვეზირიშვილს სოფელ ოსიაურში ძნა დაუწვეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერა „აფხაზები და აფხაზნი“, პირველი ნაწილი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის პირველ აგვისტოს იალრიონ გერსამია გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 ივლისს ილარიონ გერსამია ქუთაისში ავაზაკებმა სასიკვდილოდ დაჭრეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე ბარათაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის მე-2 კლასიკურ გიმნაზიაში ღარიბ კურსდამთავრებულთა სასარგებლოდ სატანცაო საღამო გაიმართებოდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს ყუმუხ-თემირხან-შურის გზაზე მოკლეს გარუნ გარუნის ძე საიდოვი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლის გამო პეტროვსკში დახვრიტეს ულუბი დანიალის ძე ბუინაკსკი და მისი ხუთი ამხანაგი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისს მიხეილ ყიფიანის განცხადებით ქართული სასწავლებლის სასარგებლოდ კავკავის საერთო ბაღში საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა დაღესტნელი მაჰომედ-ალი დახადაევი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მირიანაშვილი გორის ბაზრის უფროსი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ გუბნელოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი ტერტეროვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე იაკობის ძე პოპოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბელ ჩოლაყაშვილს ახალგორში მდებარე ერთკლასიანი საერო სასწავლებლის ოძისში გადატანა დაავალეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძის ინიციატივით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის ყოველწლიურად გაეგზავნათ საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი წიგნების თითო ეგზემპლარი. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და სხვა წევრებმა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს არსენ კალანდაძემ და ალექსანდრე ზარიძემ გორში პატარა სტამბა გამართეს.