რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 სექტემბერს ნაძალადევში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას პიესა „ორი გმირი“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 სექტემბერს სახალხო სახლში წარმოადგინეს პიესა „მეფე“, რეჟისორი იყო კონსტანტინე შათირიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 სექტემბერს ქართულ თეატრში ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ვიქტორ გამყრელიძის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილისა და სხვათა მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „მსხვერპლი“.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 სექტემბერს ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს მსახიობები: მიხეილ აბაშიძე, გ. გოჩიტაშვილი, ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია, თომა ზაქარიას ძე ნასიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 სექტემბერს სცენისმოყვარეები ბესარიონ მაისურაძე და ალექსანდრე ივანეს ძე თავდგირიძე ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს სტინდბერგის დრამა „მამა“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 სექტემბერს ბაქოში ბაქოს დრამატულმა დასმა შალვა დადიანის, ელო ანდრონიკაშვილის, ვიქტორ მატარაძის, დავით აწყურელისა და სხვა მონაწილეობით წარმოადგინა პიესა „სამშობლო“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 სექტემბერს ნიკოლოზ ესტატეს ძე შატბეროვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბაქოს ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

