რეგისტრირებული ფაქტები92217
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 მარტს ქუთაისის თეატრში დავით აკოფაშვილის, ვარლამ რუხაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა მონაწილეობით სალიტერატურო, მუსიკალურ-დრამატული საღამო გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 მარტს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სომხეთში გაემგზავრა ქართულ-რუსული სპექტაკლების დასადგმელად.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 მარტს გაიმართა ნაძალადევის თეატრის წევრთა მე-2 წლიური კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ალ. ქობულაშვილი, კრების გაგრძელება დაინიშნა 30 მარტისთვის.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამუზეუმო სექციის თხოვნა წიგნსაცავიდან ძველი ხელნაწერების გატანის წესების შეცვლის შესახებ. საზოგადოებამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტს სტუდენტ ქრისტეფორე რაჭველიშვილს ზუბალაშვილების სტიპენდია დაუნიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საზოგადოების სასარგებლოდ სეირნობის გამართვის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ძველი გუჯრების გამოცემის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამუზეუმო სექციის მოხსენება ლაიფციგის გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

