რეგისტრირებული ფაქტები83881
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“ 20 კაპიკად იყიდებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ია დომინიკეს ასულ ანდრონიკაშვილისა და მისი ძმის, ზაზას, ზიარში მდებარე 518 დესეტინასა და 330 კვადრატულ საჟენ საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვის, ილია და დიმიტრი ზურაბის ძე მურვანიშვილების, იოსებ ივანეს ძე მურვანიშვილისა და ალექსანდრე, დიმიტრი, გიორგი და კონსტანტინე მურმანის ძე მურვანიშვილების ბებნისში მდებარე 425 დესეტინასა და 480 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ახალქალაქიდან ტ. ირისფუხოვმა, მ. აბაშიძემ, ალ. ალხაზაშვილმა თითო მანეთი შესწირეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ია დომინიკეს ასულ ანდრონიკაშვილსა და მის ძმას, ზაზას, ზიარში 518 დესეტინა და 330 კვადრატული საჟენი საძოვრები ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელიაზარ, იაკობ, ზაქარია, ნიკოლოზ და გიორგი ფარსადანის ძე ქარუმიძეების ხურვალეთში მდებარე 78 დესეტინასა და 190 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილისა და ეკატერინე და თამარ ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილების კურდღელაურში მდებარე 114 დესეტინასა და 1490 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილისას და ეკატერინე და თამარ ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილებს კურდღელაურში 114 დესეტინა და 1490 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელიაზარ, იაკობ, ზაქარია, ნიკოლოზ და გიორგი ფარსადანის ძე ქარუმიძეებს ხურვალეთში 78 დესეტინა და 190 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ყირიმელაშვილსა და ნესტორ ესებუას შორის ჭიდაობა თბილისში, იტალიის ბაღში, გაიმართა, და ნესტორ ესებუას გამარჯვებით დასრულდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ამბროლაურის სკოლის პედაგოგმა ტ. გაჩეჩილაძემ ალექსანდრე ჯაყელს სკოლისთვის გაზეთ „ივერიის“ ნომრების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილი, რომლის ცნობითაც სვიმონ გძელიევს „სიბრძნე ბალავარისას“ მეორე ეგზემპლარი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა ივანეს ასულ მაღალაშვილისას, ალექსანდრე ივანეს ძე კეზელს, გიორგი, ალექსანდრე, ილია და ნიკოლოზ ივანეს ძე თარხან-მოურავებსა და მათ დას, ნინოს, გორის მაზრაში 488 დესეტინა და 220 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილს კობიაანთკარში 280 დესეტინა და 2340 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ნ. თ. ჩოლოყაშვილმა საგარეჯოში მდინარე იორზე ხიდის გასაკეთებლად ასი თუმანი გაიღო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი გეომეტრიის წიგნები მიიღო. წიგნი 204 ფურცლისგან შედგებოდა და 2 აბაზად იყიდებოდა.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თამამშოვი ქარვასლის მფლობელი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან გრიგოლ ორბელიანის ლექსები 50 კაპიკად იყიდებოდა.