საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გიორგი სუმბათაშვილს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ევგენი იმნაძე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ევგენი იმნაძე მე–20 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ალექსანდრე ლიონიძე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 11 ნოემბერს ალექსანდრე ლიონიძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით, პენსიით და გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების მინიჭებით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1915 წლებში კოტე აფხაზი კავკასიის საველე საარტილერიო ბრიგადას მეთაურობდა დასავლეთის ფრონტზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ზაქარია ბაქრაძე აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში კონსტანტინე გელოვანი ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში გიორგი ქავთარაძე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლამდე გიორგი მაზნიაშვილი კაპიტნის წოდებით ირიცხებოდა ციმბირის მე-2 მსროლელ პოლკში.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1916 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 75-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართული სასცენო ხელოვნება და მუსიკა 1914 წ.“

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი, მდივანი – გრიგოლ ბურჭულაძე) თელავის განყოფილების გამგეობას აზრის გამოთქმა სთხოვა ყვარლის რწმუნებულთა თხოვნაზე – ილიას სახლი დაეთმოთ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და კანცელარიისა და სხვა დაწესებულებების განსათავსებლად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა და მდივანმა – ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ მთავარ გამგეობას დარჩენილი 68 მანეთი და 80 კაპიკი გაუგზავნეს (20 მანეთი და 20 კაპიკი ერთი წლის წინ გააგზავნეს) და სთხოვეს მათ, გახსნილიყო რაჭის (და არა ონის) საზოგადოების განყოფილება.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების სარევიზიო კომისიამ მხარი დაუჭირა გამგეობის წინადადებას, რომელიც დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნას ეხებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, აპოლონ ჯიქია და ალექსანდრე გაბუნია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების სარევიზიო კომისიამ სთხოვა საზოგადო კრებას, დაემტკიცებინა გამგეობის მიერ წარმოდგენილი 1913 წლის მოქმედების ანგარიში და 1914 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. დოკუმენტს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, აპოლონ ჯიქია და ალექსანდრე გაბუნია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების სარევიზიო კომისიამ გამგეობის 1913 წლის მოქმედება შეაფასა დადებითად, მადლობა გადაუხადა მას გაწეული შრომისთვის და დაამოწმა. დოკუმენტს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, აპოლონ ჯიქია და ალექსანდრე გაბუნია.