საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83881

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 17 იანვარს სახალხო სახლში წარმოდგენილი „სოფლის გმირების“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 19 იანვარს სახალხო სახლში წარმოდგენილი სსპექტაკლის, „ტაიფუნის“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძის სტატია „ქართული სცენის ქურუმი (ნინო ჩხეიძე)“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 25 იანვარს ბაქოს დრამატულმა წრემ წარმოადგინა ნინო ნაკაშიძის სოციალური დრამა „ვინ არის დამნაშავე?“ სპექტაკლის რეჟისორი იყო შალვა დადიანი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 25 იანვარს ბაქოს დრამატული წრის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ვინ არის დამნაშავე?“ შალვა დადიანმა სიკოს როლი შეასრულა, მარიამ ნაკაშიძემ ითამაშა სალიხე, ელო ანდრონიკაშვილმა – ფატი, შალვა ხონელმა – არსენა და ა.შ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 იანვარს ნოქართა კლუბში იოსებ ჟივიძის რეჟისორობით „ხანუმა“ უნდა წარმოედგინათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 იანვარს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით ხუთმოქმედებიანი დრამა „ედმონდ კინი“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

აკაკი წერეთელი გარდაიცვალს 1915 წლის 26 იანვარს სხვიტორში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 იანვარს კოტე აფხაზის თაოსნობით დეპუტატთა საკრებულოში მოიწვიეს ქართული პრესისა და კულტურული საზოგადოების დაწესებულებების წარმომადგენელთა კრება. კრებაზე აკაკის დაკრძალვის ორგანიზებისთვის 17-კაციანი კომისია აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 იანვარს შალვა თაბუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 იანვარს იოსებ გრიშაშვილს სახალხო სახლში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო უნდა გაემართა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 28 იანვარს ანა (ოლღა) ილიას ასულმა სოლოღაშვილმა თბილისის ქალთა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 იანვარს ანა (ოლღა) ილიას ასულმა სოლოღაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი წლით სტიპენდია სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებას შეჰპირდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 იანვარს ბაქოში კონსტანტინე ფოცხვერაშვილს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით კონცერტი უნდა გაემართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 იანვარს სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს გრიგოლ ანაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად სახალხო სახლში კოტე შათირიშვილის რეჟისორობით ალექსანდრე ცაგარლის „ციმბირელი“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 იანვარს ბაქოში, მაილოვის თეატრში, დანიშნული კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტი აკაკი წერეთლის გარდაცვალების გამო გადაიდო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 იანვარს ხაშურის საზოგადოებამ ახლომახლო სოფლების მოსახლეობასთან ერთად აკაკი წერეთლის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. ლოცვის დაწყებამდე მღვდელმა პეტრე კაპანაძემ სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ აკაკის ფონდის სასარგებლოდ თანხა შეაგროვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 30 იანვარს ქართველ მსახიობთა ამხანაგობას სახალხო სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ხუთმოქმედებიანი დრამა „ჰენრიხ მეფე ნავარიელი“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 იანვარს სახალხო სახლში გიორგი ჯაბაურის სალიტერატურო დილა გაიმართა, რომელზეც ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წაიკითხეს როლებში.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ საქველმოქმედო საღამოს მოწყობა გადაწყვიტა. საღამოს შემოსავლის ნაწილი წითელ ჯვარს, ნაწილი კი განყოფილების მიზნებს მოხმარდებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ აკაკის დაკრძალვაზე სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბლისა და მიხეილ ივანეს ძე ფარცვანიძის გაგზავნა გადაწყვიტა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 იანვარს ქართველ მსახიობთა ამხანაგობას სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ალექსანდრე სუმბათაშვილის ხუთმოქმედებიანი დრამა „ღალატი“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ავტორობა

დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველო 1915 წლის თებერვალში დაარსდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „საქართველოს მზეს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ვინ იყო აკაკი?“.