საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87471

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხუციშვილი თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაშვილი თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ ღვამიჩაძე თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ლოლუა თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიიღეს რაჟდენ გიგაურის თხზულების „ცხოვრება, შრომა და მიცვალება წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა ოთხთა მოციქულთა და მახარებელთა: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანნე ღვთისმეტყველისა“ 300 ეგზემპლარი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ გიგაური სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რედაქციას გუმბრიდან ილია ხოსტაშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლისთვის 34 მანეთის შემოწირულობა გამოუგზავნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ხოსიტაშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 5 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მრევლიშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილიკო მუსხელიშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 3 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. მაყაშვილმა და ილია ნიჟარაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 3-3 მანეთი შესწირეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სანდრო ნამორაძემ და მიხეილ ქავთარაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სანდრო შავერდოვმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 2 მანეთი შესწირა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 2 ნოემბის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „ბეჩავის სიყვარული“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 ნოემბის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „ბეჩავის სიყვარული“ დასკვნითი ნაწილი დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „რწყილმა აქლემი შვა“ დასკვნითი ნაწილი დაიბეჭდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 ივნისს ბანკის შენობაში გამართულ სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე ეკატერინე გაბაშვილმა კრების თავმჯდომარეს წერილი გადასცა და ქალთა სკოლების დახმარება სთხოვა. კრებამ მისი თხოვნა არ განიხილა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 19 ივნისს ბანკის შენობაში ჩატარებულ სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე კრების წევრებმა თბილისის ქალთა სკოლის დირექტორებს ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა 1905 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილი და ქალთა განათლების მიმართ კრების წევრებისა და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება დაგმო.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორის მისწერა, რომ რიგაში მხოლოდ მწირ ცნობებს იღებს რუსეთის შესახებ. ის ასევე ჰპირდება, რომ იზრუნებს საინტერესო ინფორმაციის შეგროვებისთვის, სთხოვს ჟურნალ-გაზეთების გადაგზავნას. სწერს, რომ „ბრძოლის“ მხოლოდ ერთი ნომერი მიიღო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბედა ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილის მოთხრობის „რწყილმა აქლემი შვა“ ნაწყვეტი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „ოცნება“ დაიბეჭდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „გურგენაულის ბაბო“ დასკვნითი ნაწილი დაიბეჭდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 29 აპრილს ეკატერინე გაბაშვილმა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას წერილი გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავში მდებარე სკოლის შესახებ. რედაქციამ წერილი 7 მაისის ნომერში დაბეჭდა სათაურით „კავკაველ ქართველების პირმშო შვილი“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „იოაკიმე და ანა“ დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 24 აპრილს ეკატერინე გაბაშვილმა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას ქართველი ქალების შეგროვებული 30 მანეთი და წერილი გაუგზავნა. რედაქციას სთხოვდა, ამ ფულით დაეარსებინათ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ფონდი ღარიბ მწერალთა დასახმარებლად.