რეგისტრირებული ფაქტები87466
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა უსახსრობის გამო მთავარგამგეობას შემოსავლიდან მათთვის გადასახდელი 20 პროცენტის პატიება სთხოვა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 30 დეკემბერს ფერსათის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იოსებ მოსეს ძე კარგარეთელი გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლიდან ივანე მაქსიმეს ძე ცომაია იყო მენშევიკების პარტიის წევრი (მეორე ანკეტის მიხედვით – 1899 წლიდან). მისი თქმით, პარტიაში საპასუხისმგებლო თანამდებობა არასდროს ჰქონია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ივანე მაქსიმეს ძე ცომაია გერმანიის ფრონტზე დაჭრეს, რის გამოც ბელოსტოკში გაგზავნეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915-1918 წლებში ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი მსახურობდა პადოლსკაიას რაზმში რუსეთში ჯარისკაცად და კურიერად.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915-1922 წლებში ანანია ანდრიას ძე სტურუა მენშევიკების არმიის სამხედრო სამსახურში იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების შემოსავალი ჯამში 13398.92 მანეთს შეადგენდა. აქედან გასული წლის ნაშთი 2718.12 მანეთი იყო, საწევრო გადასახადით მიღებული თანხა — 529 მანეთი, სასკოლო ფონდის შემოწირულობა — 1134.05, დამატებითი მოგება კი — 231.45 მან.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო შტაბის სამხედრო-ისტორიული განყოფილების უფროსი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს მარიამ ყაუხჩიშვილმა ქრისტინე შარაშიძე თბილისში აკაკი წერეთლის დასაფლავებაზე გაგზავნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს შალვა ამირეჯიბი გაიწვიეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც წელიწად-ნახევარი გაატარა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს ქრისტინე შარაშიძე საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ფატი ხუნდაძემ 1916 წლის იანვარში დაგეგმილი სალიტერატურო დილისთვის ტერეზა მაჭავარიანს დაავალა დაეწერა თემა: „როგორი შეხედულება აქვთ ქართველ მწერლებს პოეზიაზე და მის დანიშნულებაზე“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქუთაისში წარმოადგინეს გიორგი შარვაშიძის პიესა „გიორგი III”, დადგმას ავტორიც ხელმძღვანელობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქუთაისში გამართულ სპექტაკლში "გიორგი III" შალვა დადიანმა გიორგი III-ის როლი შეასრულა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვალერიან შალიკაშვილის დასახმარებლად ქუთაისში დაიდგა სპექტაკლი „უნიადაგონი“.

