საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ თომას ძე ჩიკვაიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, სილაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 106 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ელისაბედ სიმონის ასულ ჩარექოვს ქუთაისის რკინიგზის სადგურის მახლობლად ორი ხის სახლი და 8006 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელისაბედ სიმონის ასულ ჩარექოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე ორი ხის სახლი და 8006 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს გიორგი ოქროპირის ძე ჩარკვიანს ქუთაისში, წულუკიძის ქუჩის შესახვევში, ერთი ორსართულიანი და ერთი ერთსართულიანი სახლი და 63 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ოქროპირის ძე ჩარკვიანს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, წულუკიძის ქუჩის შესახვევში, მდებარე ერთი ორსართულიანი და ერთი ერთსართულიანი სახლი და 63 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ნიკო გიორგის ძე ხუნჯუას ქუთაისში, არტილერიის ქუჩაზე, ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 1473 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკო გიორგის ძე ხუნჯუას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, არტილერიის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 1473 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს თედორე ვახუშტის ძე ხურციძეს ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე, ერთსართულიანი ხის სახლი, დუქანი და 860 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თედორე ვახუშტის ძე ხურციძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი, დუქანი და 860 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პეტრე და ანდრია იასეს ძე მძინარაშვილების დიცში მდებარე 2 დესეტინასა და 300 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სავენახე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პეტრე და ანდრია იასეს ძე მძინარაშვილებს დიცში 2 დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სავენახე ადგილები ჰქონდათ.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს იოსებ სტეფანეს ძე ფეიქაროვს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ორი ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 169 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ტატე გლახას ძე ბოლაშვილის დიცში მდებარე 4 დესეტინასა და 1800 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილსა და ხილისა და ყურძნის ბაღს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ტატე გლახას ძე ბოლაშვილს დიცში 4 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილი და ხილისა და ყურძნის ბაღი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ და ესტატე გიორგის ძე ჩერქეზოვებს ჩაილურში ერთი დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი ვენახი და რამდენიმე დაუსრულებელი შენობა ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ დავითის ძე ერისთავს ბოჭორმაში 183 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე ჰქონდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ანა ბესარიონის ასულ ნაიტაკის ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ერთსართულიანი ხის სახლი და 213 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ და ესტატე გიორგის ძე ჩერქეზოვების ჩაილურში მდებარე ერთ დესეტინასა და 300 კვადრატულ საჟენ ვენახსა და რამდენიმე დაუსრულებელ შენობას.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ სტეფანეს ძე ფეიქაროვის ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებულ ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, მდებარე ორ ერთსართულიან ქვიტკირის სახლსა და 169 კვადრატულ საჟენი მიწას ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე ბაადურის ძე ვაჩნაძის ბაკურციხეში მდებარე 2 დესეტინასა და 2021 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე ბაადურის ძე ვაჩნაძეს ბაკურციხეში 2 დესეტინა და 2021 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ დავითის ძე ერისთავის ბოჭორმაში მდებარე 183 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ ტყეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანა ბესარიონის ასულ ნაიტაკის ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებულ ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიან ხის სახლსა და 213 კვადრატულ საჟენ მიწას ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს არუთინ მელქონის ძე არუთინოვს ბოგდანოვკასა და გორელოვკაში 2 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი სამოსახლო მიწები ჰქონდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში მილიციამ შეიპყრო ივანე ანდრიას ძე გოგოკაშვილი, რომელიც 30000 მანეთის ღირებულების სახელმწიფო ნივთებს ყიდდა.