საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13-14 აპრილს რუსმა მწერალმა კონსტანტინე ბალმონტმა თბილისში წაიკითხა ლექცია „ხელოვნება, როგორც ჯადოსნობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე მანუელის ძე ანდრონიკაშვილის წერილი „ჩვენი თეატრის არქივი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაშვილის მეთაური წერილი „კანონმდებელი ყრილობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი“ (დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობა „რათ აღსდექი ნაზარეველო, რათ?!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „ისმენდა სული... ელტოდა სული“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ხონელის წერილი „მექანდაკე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „იცი, ოლოლ!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის პიესის „არონ შეენც?!“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „მე, მე ასე მსურს“... (კ. ბალმონტიდან).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სალამი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ბედკრული მომღერალი“ (ია ეკალაძე – თომაანთ კობა).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო დავითის ასულ გოგოლაძის (სევდია) თხზულება „ქრისტე აღსდგა!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ელენე ჩერქეზიშვილის წერილების ნაწყვეტები (პირადი მიმოწერიდან მხოლოდ ზოგადი საკითხების შემცველი ფრაგმენტები).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (გიორგი წერეთელი) IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „ზღვის ტალღებზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი „გალაღებული და თავხედი მსახიობ-მომღერალი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „სურათი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 აპრილს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირეჯიბმა ფილარმონიის დარბაზში პატარა კონცერტი გამართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქმის მწარმოებელ ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძის მოხსენება კანცელარიისთვის მსახურის დანიშვნის თაობაზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის ასი წლისთავის აღნიშვნის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 აპრილს გრიგოლ ბურჭულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 200 მანეთი სთხოვა. გამგეობამ დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 15 აპრილს რაჟდენ გიორგის ძე კონტრიძე, სამსონ კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი, სამსონ ივანეს ძე შავიშვილი, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, ირაკლი ივანეს ძე სალუქვაძე და ნინო იულოს ასული მჟავანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებამ (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) სამკითხველოს მშენებლობისთვის სახსრების უქონლობის გამო მთავარ გამგეობას შემოსავლის 20 პროცენტის პატიება სთხოვა.