საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81261

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ოქტომბერს განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა წაიკითხა მოხსენება სენაკის ქართული სკოლისთვის ათმილიონიანი ფონდიდან 15 965 მან. გაღების შესახებ. ძველი სენაკის სკოლა დაარსდა 1884 წელს. მისი ქონება დაგირავებული იყო ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკში 9 400 მანეთად.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის 1918 წლის 12 ნოემბრის მოხსენება ეხება მასწავლებელ მარიამ არუთინოვისთვის 500 მანეთის ოდენობის შემწეობის აღმოჩენას. მას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ჯამაგირი არ მიუღია, რადგან ამ დღეს დატოვა ბათუმი, რომელიც ოსმალოს ჯარებმა აიღეს. ის კუთვნილი თანხის გამოყოფას ითხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ნოემბერს ფინანსთა მინისტრისთვის უნდა წარედგინათ სახელმწიფო კონტროლის დასკვნა სენაკის ქართული სკოლისთვის 15 965 მან. გაღების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის საქმეთა მმართველის მაგივრად ხელს აწერს გრიგოლ რობაქიძე, საქმის მწარმოებლის მაგიერ თ. გველესიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ძველი სენაკის ქართული სკოლის ხარჯთაღრიცხვაში აღნიშნული 1917 წლის ვალის – 1 365 მანეთის განმარტება შემოსავალ-გასავლის ჩვენებით ხელმოწერით დადასტურა სკოლის გამგე გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიამ, მოხსენებიდან სწორად ამოღება კი – საქმის მწარმოებელმა ვარლამ დავითის ძე ძიძიგურმა.

1918

ტიპი: ავტორობა

კომისიის თავმჯდომარის 1918 წლის 12 ნოემბრის მოხსენება განათლების მინისტრისადმი ეხება საქართველოს თავადაზნაურობის ქონებისა და ვალდებულებების უწყებათა შორის განაწილებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოხსენება შავი ქვის მრეწველთა საბჭოსთვის ნახევარი მილიონი მან. კრედიტის გახსნის თაობაზე. გაეხსნა სახელმწიფო ბანკში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოხსენება სამინისტროს მოსამსახურე პირთათვის დღიური და საგზაო ფულის მომატების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოხსენება ინჟინერ-გეოლოგ სიმონ არჩილის ძე ციციშვილისთვის 2 500 მანეთის მიცემის შესახებ ოზურგეთის მაზრაში ნავთის ადგილებისა და მათი ტექნიკური გამოკვლევისათვის დასაჯილდოებლად. დაადგინეს: 2 500 მან. კრედიტი გაეხსნას მინისტრს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოხსენება ფოთის ნავსადგურში გერმანელთა მიერ დატოვებული ქვანახშირის, ასევე ავტომობილის მინებისა და სხვა საქონლის გატანის ნებართვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება საქართველოს ბანკის ორგანიზაციის შესახებ. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი სამინისტროში მიმდინარე საქმეებიდან გაათავისუფლეს და მიანდეს სახელმწიფო ბანკის ორგანიზაციისთვის მუშაობა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოხსენება ტყვეობაში მყოფი ოჯახებისთვის ჯამაგირების მიცემის შესახებ. ამისთვის კრედიტის ანგარიშზე დაარსდა 200 ათასი მან. თანხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოხსენება ბათუმისა და ფოთის ბრანდვახტების მოხელეებისთვის კუთვნილი ფულის მიცემაზე იმ თვეებში, როცა საქართველოს რესპუბლიკას ემსახურებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოხსენება სამხედრო უწყების მიერ ეროვნული გვარდიისთვის კერძო ბინების გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება სომხეთის ოლქის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ი. ა. დავიდოვიჩისთვის 4 859 მან. 49 კაპ. სალიკვიდაციო ფულის მიცემის თაობაზე. ამისთვის იუსტიციის მინისტრს ცალკე კრედიტი გაეხსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება ყვირილაში მცხოვრები გვარდიელის, მიხეილ მიხეილის ძე აბაშიძის თხოვნის შესახებ და დაადგინეს: შეჩერდეს ყვირილის მომრიგებელი მოსამართლის გადაწყვეტილების – ივა დევდარიანის სახლიდან მიხეილ აბაშიძის გაძევების შესახებ – სისრულეში მოყვანა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ არდიშვილის თხოვნა თბილისის გამგეობისადმი, პირველი საჭიროების ნივთებზე ნიხრის დაწესების შესახებ. 

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გენერალური სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ არდიშვილის მოხსენება, საბჭოს რწმუნებულთათვის სპეკულანტების სურსათ-სანოვაგის რეკვიზიის უფლების მინიჭებაზე. იმ შემთხვევაში, თუ სიმინდი ან სხვა სასურსათო საქონელი აღმოჩენილი იქნებოდა საზღვრიდან გასატანად, რწმუნებულებს უნდა ჰქონოდათ მათი რეკვიზიის უფლება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო კონტროლიორის მოხსენება რევიზორის ყოფილი თანაშემწის, ვახაჯელიძისთვის საკრედიტო მოწმობის მიცემაზე. როგორც ციმბირის მოქალაქეს უარი ეთქვა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 12 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ღია ბარათი გაუგზავნა დას, ქრისტინე შარაშიძეს და მისწერა, როგორი გახარებული და აღელვებული იყო შვილის, ბიბი ქარცივაძის დაოჯახების გადაწყვეტილების შესახებ რომ გაიგო.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 1-ლ იანვარს გადასახლებაში მყოფმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში გაუგზავნა ღია ბარათი. მისწერა კერძო საკითხებსა და ოჯახის წევრებისთვის მანამდე გაგზავნილ წერილებზე, რომლებიც სავარაუდოდ დაიკარგა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 23 იანვარს ჯამბულში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, თბილისში კერძო ხასიათის ღია ბარათი გაუგზავნა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 28 იანვარს ჯამბულში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს თბილისში გაუგზავნა ღია ბარათი.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 27 იანვარს ჯამბულში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თბილისში მისალოცი დეპეშები გამოგზავნა.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიგზავნით მოწმობას . ს. პეტერბურგის უნივერსიტეტისგან მოცემულს N1779 ამასთანავე გთხოვთ ხვედრი ფული გამომიგზავნოთ პატივისცემით მალაქია გობეჯიშვილი

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის 8 ოქტომბერს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილმა ძმას სცხოვრებელი მისამართი (3, მცირე რაზნოჩინაიას ქუჩა, ბინა9) შეატყობინა და სტიპენდიების ამ მისამართზე გაგზვნა სთხოვა.