საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24-25 აპრილს ხაშურის დრამატულმა წრემ კარეევის „უბედური ნაბიჯი“ წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორი იყო მიხეილ ქორელი, მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე, ანეტა ქიქოძე და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ნიკო იოსების ძე ლომოური“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „შავი წიგნი“ (შ. არაგვისპირელის შემოქმედება) IV ნაწილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო იოსების ძე ლომოურის ფოტოსურათი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის ფოტოსურათი.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 26 აპრილს ნიკო იოსების ძე ლომოური გორში, სამების ეკლესიის ეზოში, დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო იოსების ძე ლომოურის, მათე კერესელიძის, სოფრომ მგალობლიშვილისა და სხვ. ჯგუფური ფოტოსურათი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სახალხო სახლში გამართული „ახალი ძალის“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობის „მხატვარი ვანო“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „სახალხო თეატრის ისტორია“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე ყიფიანის მიერ გადაკეთებული ხალხური თქმულება „სამი კითხვა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ელისაბედ ირაკლის ასულ ორბელიანის სურათზე დაწერილი აკაკი წერეთლის ორი ლექსი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „დაშავებული“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თომა ზაქარიას ძე ნასიძის სტატია „ქართული საერო და საეკლესიო გუნდები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თეოდოსია ჯაფარიძის წერილი „ქართველ მოსწავლე ქალთა საყურადღებოდ“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ევგენი დალაქიშვილის პიესის „კახეთის რკინის გზაზე“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ქიშვარდის ძე ქურიძის წერილი „ბაქოში აკაკის საღამო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის წერილი 6 და 18 აპრილს ხაშურსა და სურამში გამართული აკაკის საღამოს შესახებ.

1915

ტიპი: გარდაცვალება

პავლე ალექსის ძე კალანდაძე 1915 წლის 26 აპრილს წმ. ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილს ხაშურის დრამატულმა წრემ გასტროლებზე ჩასულ ნინო ჩხეიძეს, მიხეილ ქორელს, ანეტა ქიქოძეს გამოსამშვიდობებელი ვახშამი გაუმართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილს ხაშურის დრამატულმა წრემ „მედეა“ წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორი იყო მიხეილ ქორელი, მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე, ანეტა ქიქოძე და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილს ბაქოში სეზონის გამოსათხოვარ საღამოზე წარმოადგინეს იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ელენე ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, შალვა გოგოლაშვილი, დავით გამყრელიძე, მ. მატარაძე, გ. პავლიაშვილი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილს ბაქოში თეატრალური სეზონის გამოსათხოვარი წარმოდგენა ანტონ ჭუმბურიძის სიმღერით დასრულდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილს ბაქოში სეზონის გამოსათხოვარ საღამოზე წარმოადგინეს დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ა. ქარქაშიძე, შალვა ხონელი, ელო ანდრონიკაშვილი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 აპრილს ზუბალაშვილების სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „მაღაროს უფროსი მუშა“ და „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა“ უნდა წარმოედგინა.