საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისისა და მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს გამართვის თაობაზე დადგენილება მიიღეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ივანე მაჩაბელსა და პეტრე უმიკაშვილს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ ნახევარ ფასად შემოთავაზებული წიგნების და შემოსაწირი ხელნაწერების ავკარგიანობის შემოწმება დაევალათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, გადაწყდა, გამომცემლისგან „დავითიანის“ 120 ეგზემპლარი შეეძინათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, იაკობ გოგებაშვილსა და პეტრე უმიკაშვილს ფოლკლორული მასალის მოძიებაზე პროექტის შედგენა დაევალათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოიწონეს იაკობ გოგებაშვილის წინადადება, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სააგენტოების საქართველოს ყველა ქალაქში დაარსების შესახებ.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 24 დეკემბერს ალექსანდრე სარაჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომზე ალექსანდრე სარაჯიშვილს სოფლის სკოლების საჭიროებათა სიის შედგენა დაევალა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომზე იაკობ გოგებაშვილს, ვლადიმერ მიქელაძეს, გიორგი თუმანიშვილსა და ნიკო ცხვედაძეს მათი სამოქმედო ინსტრუქციის შედგენა დაევალათ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გაიოზ გაბუნია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპაში ყველას ხელი ხმლის ვადაზე უჭირავს“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის ივლისში ილია ალხაზიშვილმა ილია ჭავჭავაძეს თავისი ნაშრომები გაუგზავნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 27 ივლისს ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ რედაქცია თავისი ახალი სახლის შენობაში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, გადაიტანა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ გრიგოლის ძე ყულიჯანოვს ცხინვალში 3 დესეტინა და 488 კვადრატული საჟენი ხილისა და ყურძნის ბაღი და მარანი ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბობრინსკი კავკასიის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო დავალებათა აღმასრულებელი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზს კარდანახში 5 დესეტინა და 50 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილი და ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი, ვასილ, მიხეილ, დავით, კონსტანტინე და ლევან სულხანის ძე ამირაღოვებს ტინისხიდსა და ხიდისთავში ერთი დესეტინა და 960 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილი, წისქვილი და ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ გრიგოლის ძე ყულიჯანოვის ცხინვალში მდებარე 3 დესეტინასა და 488 კვადრატულ საჟენ ხილისა და ყურძნის ბაღსა და მარანს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლევან ლევანის ძე ჩერქეზიშვილსა და ბარბარე იასეს ასულ ჩერქეზიშვილს თოხლიაურში 8 დესეტინა და 199 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ, დიმიტრი და ნიკოლოზ ესტატეს ძე ჯანდიერებს ვაჩნაძიანში 3 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ გეურქას ძე კირაკოზოვის რუისპირში მდებარე 3 დესეტინასა და 120 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი და გრიგოლ ივანეს ძე მირიმანოვებს გორში 905 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლევან ლევანის ძე ჩერქეზიშვილისა და ბარბარე იასეს ასულ ჩერქეზიშვილის თოხლიაურში მდებარე 8 დესეტინასა და 199 კვადრატულ საჟენ მიწას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის კარდანახში მდებარე 5 დესეტინასა და 50 კვადრატულ საჟენ სამოსახლო ადგილსა და ვენახს.