რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 აპრილს ზუბალაშვილების სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ დადგა მოლიერის ხუთმოქმედებიანი კომედია „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა“ ბარბარე კორინთელის, პიერეტას, ელენე ციმაკურიძის, გრიგოლ ანაშვილის, ნიკოლოზ გოცირიძის, იუზა ზარდალიშვილის, ნინიძის, კოტე ხახანაშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 აპრილს სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ „მაღაროს უფროსი მუშა“ და „ტარტიუფი“ წარმოადგინა ალექსანდრე იმედაშვილის, ანეტა ქიქოძის, ზაქარია გომელაურის, ვ. ნინიძის, ალექსი მეტრეველის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 აპრილს სახალხო სახლში თბილისის ქართულ დრამატულ დასს მიხეილ ქორელის რეჟისორობით აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი ხუთმოქმედებიანი დრამა „ვიდრე ხვალ...“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში პრაპორშჩიკმა დავით აკოფაშვილმა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებას“ 10 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში გრიგოლ მესხი კავკასიელ მხატვრებთან მოსალაპარაკებლად თბილისში ჩამოვიდა, რათა მათ ქუთაისში სურათების პირველ გამოფენაში მიეღოთ მონაწილეობა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში დიმიტრი არაყიშვილი მოსკოვიდან დასასვენებლად სოფელ ვასილიევში გაემგზავრა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში მსახიობი ქალი ნინო დავითაშვილი მთელი ზაფხულის გასატარებლად თელავში გაემგზავრა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში მომღერალი გიორგი ჩუბინაშვილი ომიდან თბილისში დაბრუნდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში აფთიაქარი ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი მსახიობ ალექსი ალექსიძეს წამლებს უფასოდ აძლევდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში სიმღერა-გალობის მასწავლებელმა ნ. კავსაძემ გადაწყვიტა ქართული გუნდების გაერთიანება და სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით ქართული თეატრის დასახმარებლად კონცერტის გამართვა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში ბაქოდან დაბრუნებული შალვა დადიანი და ელო ანდრონიკაშვილი კახეთში გაემგზავრნენ წარმოდგენების გასამართად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში ხელოსანთა კლუბში გამართულ პირველ ლიტერატურულ დილაზე დაუკრეს და იმღერეს ჰ. პეტროსიანცმა, ი. ტერ-არუთინოვმა, მარტიროზოვმა და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში ხელოსანთა კლუბში გამართულ პირველ ლიტერატურულ დილაზე საკუთარი ნაწარმოებები წაიკითხეს ლაზარე მაისურაძემ, გიორგი მანთაშოვმა, ნოშრევან მერკვილაძემ, ანტონ ხუდავერდოვმა, სეზმან ბატკუაშვილმა, მნაცაკან ისაკოვმა, ბეგლარ ახოსპირელმა, იოსებ გარსევანიშვილმა და გიორგი ქუჩიშვილმა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში პრაპორშჩიკმა დავით აკოფაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდს 10 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში პრაპორშჩიკმა დავით აკოფაშვილმა აკაკი წერეთლის ფონდს 10 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში ახალი კლუბის მამასახლისთა საბჭომ წარმოდგენების გასამართად მთელი ზაფხულით მიიწვია ვასო აბაშიძე და იუზა ზარდალიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ვასილ ურუშაძის ორგანიზებით სამტრედიაში, ხონსა და ყვირილაში გამართა წარმოდგენები „დამთხვეული დედაკაცი“ და „ომი ოსმალეთთან“ მარო მდივნის, ნატალია ჯავახიშვილის, ივანე ბარველის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, ვასილ ურუშაძის, დავით ჩხეიძის, გიორგი გურულის და სხვ. მონაწილეობით.