რეგისტრირებული ფაქტები87466
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, „ბუნების კარი“ და „დავითიანი“ ასაკინძად სტამბას გადაეცა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ახალგორის სკოლისთვის ავეჯის გადაცემის საკითხი დადებითად გადაწყდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, ბიბლიოთეკებისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობისა“ და რაფიელ ერისთავის თხზულებათა გაგზავნის თაობაზე იმსჯელეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წინამძღვარიანთკარის სკოლისათვის ფინანსური დახმარების გაწევისა და ბათუმის ქალაქის სამმართველოს მიერ სკოლის ასაშენებლად მიწის გამოყოფის საკითხები.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძე წინარეხის სკოლაში მიიწვიეს სპექტაკლზე „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, რომელშიც კაკოს როლს ამ სკოლის მოსწავლე მიხეილ ქეშელაშვილი ასრულებდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 7 იანვარს ნიკოლოზ თომაშვილის საბენეფისოდ, გრიგოლ არწრუნის თეატრში წარმოადგინეს მისი პიესა „მაჭანკალი“.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს გრიგოლ არწრუნმა თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ვლადიმერ ომანის ძე ხერხეულიძეს საციხურში 5 დესეტინა და 600 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილი და ბაღი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილს, ნინო დავითის ასულ ჩოლოყაშვილისას და კონსტანტინე დავითის ძე წერეთელს ახმეტაში 8 დესეტინა და 1140 კვადრატული საჟენი ბაღი ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გიორგი და ზაქარია ივანეს ძე ძინძიბაძეებს ხაშურში ორსართულიანი სახლი და 53 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილის, ნინო დავითის ასულ ჩოლოყაშვილისა და კონსტანტინე დავითის ძე წერეთლის ახმეტაში მდებარე 8 დესეტინასა და 1140 კვადრატულ საჟენ ბაღს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს წინარეხის სკოლის მზრუნველის, იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძის თხოვნა სკოლის შესაკეთებლად თანხის გამოყოფის თაობაზე.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა ივანეს ასულ ბილანოვისას პატარძეულში 13 დესეტინა და 720 კვადრატული საჟენი ბაღი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანასტასია ბესარიონის ასულ ჯანდიერის ვაჩნაძიანში მდებარე 2 დესეტინასა და 555 კვადრატულ საჟენ ვენახს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სტეფანე ვართანის ძე ედიგაროვის სოღანლუღში მდებარე 2 დესეტინასა და 1300 კვადრატულ საჟენ ბაღსა და ვენახს.

