საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87466

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანასტასია ბესარიონის ასულ ჯანდიერს ვაჩნაძიანში 2 დესეტინა და 555 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვლადიმერ ომანის ძე ხერხეულიძის საციხურში მდებარე 5 დესეტინასა და 600 კვადრატულ საჟენ სამოსახლო ადგილსა და ბაღს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სტეფანე ვართანის ძე ედიგაროვს სოღანლუღში 2 დესეტინა და 1300 კვადრატული საჟენი ბაღი და ვენახი ჰქონდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 30 ოქტომბერი“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის იმპერატორის ვიზიტი სტამბოლში“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მალხაზ ბესარიონის ძე ცქიტიშვილის ვეჯინში მდებარე ერთ დესეტინასა და 60 კვადრატულ საჟენ საბაღე ადგილებსა და საძოვარს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 27 ოქტომბერი“ დასასრული. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ისევ განათლების საკითხებზე“.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ბიბლიოთეკებისთვის საჭირო წიგნებით მომარაგების საკითხი განიხილეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, ილია ალხაზიშვილისთვის ჯავახეთისა და ახალციხის მაზრებში გასაგზავნად სკოლის წიგნები გადაეცათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს ბათუმის სკოლის მასწავლებლის წერილობითი ინფორმაცია სკოლის შენობის დაქირავების შესახებ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ექიმების მიერ ლექციების წაკითხვის საკითხი განიხილეს და მათგან შესაბამისი პროგრამების წარმოდგენა მოითხოვეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი გამოვიდა, რომელშიც ილია ჭავჭავაძის „საპოლიტიკო მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 20 იანვარს დავით ერისთავის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი ვიქტორ სარდუს დრამა „სამშობლო“ გრიგოლ არწრუნის თეატრში წარმოადგინეს. სპექტაკლის ბოლოს დავით ერისთავი და რეჟისორი მიხეილ ბებუთაშვილი ხელში აყვანილი გაიყვანეს სცენიდან.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი, 9 იანვარი“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, თონეთისა და წინარეხის სკოლების გახსნის შესახებ სახალხო სკოლების დირექციიდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია განიხილეს.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წლის 12 იანვარს ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად ივანე მაჩაბელი დაინიშნა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანხმობა განუცხადა საცენზურო კომიტეტს ილია ჭავჭავაძის მოთხოვნის შესაბამისად, ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად სერგეი მესხის ნაცვლად ივანე მაჩაბელი დაენიშნათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძე წინარეხის სკოლაში მიიწვიეს სპექტაკლზე „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, რომელშიც კაკოს როლს ამ სკოლის მოსწავლე მიხეილ ქეშელაშვილი ასრულებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ „ვისრამიანი“ 1200-იანი ტირაჟით გამოეცათ და 2 სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე დაებეჭდათ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ა. ბახმეტევი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კ. კოჩერგინი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვ. ხარაზიშვილი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ი. შტეკცელი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ა. ბარკალაია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მალხაზ ბესარიონის ძე ცქიტიშვილს ვეჯინში ერთი დესეტინა და 60 კვადრატული საჟენი საბაღე ადგილები და საძოვარი ჰქონდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 4 ნოემბერი“ დასაწყისი. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „Новое Обозрение“-ს წერილის გამო“.