რეგისტრირებული ფაქტები85213
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ივნისს შრომის სამინისტრო წითელი გვარდიის შტაბს „პატფინდერის“ მარკის ავტომობილის მძღოლ ნიკიტა აკოფოვზე ყაზბეგში გასამგზავრებელ ნებართვას სთხოვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს უ. ფ. მერცს შრომის მინისტრის თანხმობით მშრომელთა ანაზღაურებისთვის 20000 რუბლი გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს შრომის სამინისტრო მომარაგების კომიტეტს მშრომელთა კომიტეტის თავმჯდომარე გ. დავითიანთან ერთად ,,ადელხანოვის" ქარხნის მუშების ამბულატორიისთვის საჭირო მედიკამენტების სიის დასახელებას სთხოვს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ივნისს შრომის სამინისტრომ საავიაციო პარკს მათი თანამშრომლის ალექსანდრე ძნელძის მიღება-გათავისუფლების საქმის მოეგვარების თხოვნით მიმართა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ივნისს სახელმწიფო ბანკის კომისარ გრიგოლ ბერიძეს შრომის სამინისტრომ 9 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე დასწრება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს შრომის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურე ფილონოვს მისი თხოვნის მთავრობაში განსახილველად გადაგზავნას ატყობინებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისს შრომის სამინისტო ფინანსთა მინისტრს ნესტორ ჩანტლაძის საგრანტო ანაზღაურების შესახებ თხოვნის დაკმაყოფილებას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისს შრომის სამინისტრო თბილისის მილიციის უფროსს გრიგორი სემიონის ძე ესაიანცის ავტოფარეხიდან გაყვანილი მანქანის (ეკუთვნოდა ,,ფინელ ტექნიკოსს") შესახებ ახსნა-განმარტებას სთხოვს.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წელს ალექსანდრე ასათიანი ლეჩხუმის მაზრის სოფელ ბარდნალაში დაიბადა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ივნისს პროკოფი მოსეს ძე დოლიძე შრომის სამისნისტროს საკანონმდებლო წინადადებების განყოფილებაში მდივნად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ივნისს შრომის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს ალავერდ ნაზაროვის რუსეთში გამგზავრებისთვის 417 რუბლის ჩარიცხვას სთხოვს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ივნისს ტერ-პეტროსოვს, საერთაშორისო ბანკის დირექტორს, შრომის სამინისტრო იწვევს საქმეზე, რომელის მას ეხებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ივნისს შრომის სამინისტრო ქუთაისის შრომის კომისარს ფაღავას სენაკში გამართულ უწყებათაშორის კომისიის შეკრებაზე დასწრებას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივნისს შრომის სამინისტროს კონფლიქტების განყოფილებამ მიწოდების კომისიის თავმჯდომარეს გ. თოფურიას ბათუმში მყოფი ჩინელი მუშების ანაზღაურების გარეშე გათავისუფლების საკითხის განხილვა დაავალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივნისს შრომის სამინისტრო ცენტრალურ შემნახველ სალაროს ტაშკენტში გამგზავრებასთან დაკავშირებით აბდულა ჯუმბაევზე კუთვნილ 317 რუბლის გაცემას სთხოვს.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ფათალი ხან ხოისკის ცნობით, დუდაგინსკიმ გერჰარდ ფონ მედნეს წერილი მიიღო. მას ურჩევდნენ, რომ დროულად გადასულიყო ოსმალეთში.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წლის აპრილში შალვა მაღლაკელიძე რომში ირაკლი ბაგრატიონსა და ენრიკო ინსაბატოს შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ ირაკლი ბაგრატიონი მადრიდში წავიდა.