რეგისტრირებული ფაქტები92217
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა საზოგადოების საწევრო გადასახადის შემცირება მოითხოვა. მისი აზრით, საწევრო უნდა შემცირებულიყო, რათა ხელმოკლე ხალხი საზოგადოებაში გაწევრიანებულიყო და ეროვნულ-კულტურულ საქმეში წვლილის შეტანის შესაძლებლობა ჰქონოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ უმჯობესი იყო საზოგადოებას ჰქონოდა ცოტა, მაგრამ კარგი სკოლები, ვიდრე ბევრი და ცუდად მოწყობილი. ასევე სტიპენდიების უმრავლესობა არ ამართლებდა და ამიტომ, სასარგებლო იქნებოდა სტიპენდიებისთვის განკუთვნილი თანხა სკოლების კეთილმოწყობისთვის გამოეყენებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამულის აოხრებაში არამარტო გამგეობა, არამედ სარევიზიო კომისიაც დამნაშავე იყო, რადგან მას დროულად უნდა შეემოწმებინა მამული, რათა გაეგო, რომ იგი გამგეობის უყურადღებობით ოხრდებოდა. ამასთანავე, ირაკლი რამიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების ბრალიც იყო მამულის მძიმე მდგომარეობა, რადგან წევრები მხოლოდ არჩევნების დროს იკრიბებოდნენ საქმეს კი მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა როგორც გამგეობისაგან, ასევე სარევიზიო კომისიისა და საზოგადოების წევრებისაგანაც. ამიტომ, ყველას დიდი ყურადღება უნდა გამოეჩინა საქმის მიმართ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას ვაჭარ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძისთვის უნდა ჩამოერთმია მის მიერ უკანონოდ გამოცემული ეგნატე მაკარის ძე ხრამელაშვილის წიგნები და მისთვის სხვისი ქონებით სარგებლობის უფლება არ მიეცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ იოსებ ივანიძის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „მეგობრობა“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 10 ნოემბერს სამსონ სოლომონის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების გამგეობის წევრად აირჩიეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 10 ნოემბერს ხარფუხის სახალხო აუდიტორიაში ხარფუხის სცენისმოყვარეთა წრის სხდომაზე თეოფილე კეკელიძე გამგეობის წევრად აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 10 ნოემბერს სახალხო თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ალექსანდრე სუმბათაშვილის დრამა „ღალატი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 10 ნოემბერს 23 წლის პორუჩიკი ნ. ს. ანდრონიკაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 10 ნოემბერს ალექსანდრე ერისთავი კავალერგარდთა პოლკის მეთაურად დაინიშნა.

