რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის 8 ოქტომბერს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილმა ძმას საცხოვრებელი მისამართი (3, მცირე რაზნოჩინაიას ქუჩა, ბინა N9) შეატყობინა და სტიპენდიების ამ მისამართზე გაგზვნა სთხოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ოქტომბერს არტისტთა საზოგადო თეატრში იოსებ იმედაშვილის მიერ თარგმნილი „იორიოს ასული“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 ოქტომბერს სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ ტრიფონ რამიშვილის პიესა „მეზობლები“ წამოადგინა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 11 ოქტომბერს ილია ოდიშელიძეს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ვალერიან გუნიას რეჟისორობით სპექტაკლი „ციხის საიდუმლო“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ომის გამო ბათუმის სკოლაში სწავლა დროებით შეწყვეტილი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სამუზეუმო სექციის მოხსენების თანახმად ძველი წიგნების თანხა ძველი ხელნაწერების დასაბეჭდად იყო გადადებული.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის კაკაბაძის თხოვნა თავისი ნაწარმოებების გამოცემის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვაჟა-ფშაველას თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ მას 35 მანეთი გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დიმიტრი დუმბაძის წინადადებით შემოქმედის ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილის სახელი უწოდეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის საზოგადოების განყოფილების თხოვნა სახელმძღვანელოების დაბეჭდვის უფლების მიცემის შესახებ. მთავარმა გამგეობამ ქუთაისის სტამბაში სახელმძღვანელოების დაბეჭდვა შეუძლებლად მიიჩნია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა წიგნსაცავიდან სახლში წასაღებად ძველი „დროების“ ნომრების თხოვების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს საგურამოს სკოლის მასწავლებელმა, კონსტანტინე სეხნიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლის სოფლის შუაში გადატანა სთხოვა.

