საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87441

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 20 მარტს გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ ლიტერატურული საღამოზე ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „განდეგილის“ ცოცხალი სურათები წარმოადგინეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 20 მარტის გაზეთ „დროებაში“ დავით სოსლანის ფსევდონიმით დავით კეზელის სტატია „საკვირაო მასლაათი: კისრული“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 16 მარტს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „დიდი ოჯახი დაგვერღვა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 15 მარტს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ავსტრიის ვარამი“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 12 მარტს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „წინამძღოლი არა გვყავს“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 10 მარტს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „სამართალი მსწრაფლი და მართალი“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 6 მარტს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა იონა მეუნარგიას რეცენზია ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ შესახებ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ლექციების შესახებ“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 თებერვალს გრიგოლ არწრუნის თეატრში ნატო გაბუნიას ბენეფისზე ილია ჭავჭავაძის „მაჭანკალს“ და „დედა და შვილს“ წარმოადგენდნენ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 22 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით თბილისის სათავადაზნაურო ბანკის 1883 წლის 1-ელი იანვრისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 20 თებერვალს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ვიწროობა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 17 თებერვალს გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ და რამდენიმე ლექსი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოსე ივანეს ძე ნათაძის დაკრძალვის ხარჯის დასაფარად და დაღუპულის შვილის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლების დასაფინანსებლად თანხა გაანაწილეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს ინფორმაცია, რომ ბათუმის სკოლის შენობის მეპატრონეს აღარ სურდა შენობის გაქირავება.

1883

ტიპი: განათლება

1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ დასაბეჭდად რუსეთის წერა-კითხვის გამავრცელებელი კომიტეტისთვის კლიშეები და თარგმნის ნებართვა ეთხოვათ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 24 აპრილს ილია ჭავჭავაძე სოფელ ვეჯინის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ ნათიძეს შეხვდა და მისცა რჩევები რუსული ენის სწავლებასთან დაკავშირებით.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ალექსი ჭიჭინაძის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია განიხილეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დადგენილებას, რომ მის წევრად ჩაეთვალათ ყველა, ვინც შეიტანდა საწევრო გადასახადს, ხელი მოაწერა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 30 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისელ სირაჯებთან საგურამოს მარნიდან ოცდარვა საპალნე (1500-მდე ლიტრი) ღვინის მიყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გაიხსნა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტიგრან ფირუმიანმა სომხურად თარგმნა „კაცია – ადამიანი?!”.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ახალი ამბების რუბრიკით დაიბეჭდა ცნობა  ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათ ტომად გამოცემის განზრახვის შესახებ.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ახალი დრამების გამო“.

1836

ტიპი: გარდაცვალება

1836 წელს ვიატკაში გადასახლებული სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 20 იანვარს ალექსანდრე ნებიერიძის ბენეფისზე ილია ჭავჭავაძის „მაჭანკალი“ უნდა წარმოედგინათ.