რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაღებად კავკასიის საცენზურო კომიტეტში შეიტანა განაცხადი. გაზეთი 1877 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა გამოსულიყო.
1857
ტიპი: ავტორობა
1857 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ემილ ლენცის სახელზე განცხადება შეიტანა, ითხოვდა, რომ გამოცდებზე დაშვების ნებართვისა და მათი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე სტუდენტად ჩაერიცხათ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში თედო დავითის ძე ჟორდანიამ ექვთიმე თაყაიშვილს თავისი ხელნაწერი რვეულის მითვისებაში დასდო ბრალი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა პარმენ თვალჭრელიძის წიგნის „შალვას თავგადასავალი“ შეღავათიან ფასში შესყიდვის საკითხი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 11 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქართულ თეატრში დავით გიორგის ძე ერისთავის „სამშობლოს“ განახლებულ წარმოდგენას დაესწრო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ცნობა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანის?!“ რუსულად თარგმნისა და დასაბეჭდად გადაცემის შესახებ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ გამოქვეყნდა ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „აჩრდილი“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“ და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს პეტერბურგში გამოვიდა მელიტონ ბალანჩივაძის მიერ ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ შექმნილი რომანსის ნოტები. ტექსტი იყო ქართულ და რუსულ ენებზე. რუსული თარგმანი ეკუთვნოდა იაკობ ივაშკევიჩს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 26 იანვარს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების მდივნად ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი აირჩიეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე მაჩაბლის წინადადებით გამგეობის თავმჯდომარესა და საქმეთა მწარმოებელს უფლება მიანიჭეს, აუცილებლობის შემთხვევაში თანხა გამგეობის თანხმობის გარეშე გამოეტანათ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 24 აგვისტოს იონა მეუნარგია ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში სტუმრად იმყოფებოდა, მას ილიამ „ილიადა“ წაუკითხა.
1859
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1859 წელს ილია ჭავჭავაძეს ჭლექის ნიშნები ჰქონდა და ექიმ ნიკოლოზ არენდტთან მკურნალობდა.
1859
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1859 წელს ილია ჭავჭავაძემ ნათესავს, სოლომონ ჭავჭავაძეს დაუბრუნა მისთვის პეტერბურგში გაგზავნილი თანხა, რომელიც ილიას ავალდებულებდა, ცოლად შეერთო სოლომონის ქალიშვილი ელისაბედი.

