რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს აკაკი წერეთლის დაკრძალვაზე ჩამოვიდა შალვა დადიანი, როგორც ბაქოს დრამატული წრის წარმომადგენელი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს, აკაკი წერეთლის დაკრძალვის შემდეგ, თბილისის 40-მდე მეპურე პოეტის საფლავთან შეიკრიბა და სანთლები დაანთო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეს, კრასნოვოდსკში მყოფი ქართველები შეიკრიბნენ და აკაკის სულისთვის ილოცეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს ხაშმელ მგალობელთა გუნდმა დიდუბის პანთეონში დიმიტრი ბაქრაძის ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდი გადაიხადა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 9 თებერვალს აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომაზე გიორგი ჟურული საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 9 თებერვალს აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომაზე არჩეული საგანგებო კომისიის წევრები იყვნენ: გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ანასტასია მაჩაბლისა, პავლე დავითის ძე საყვარელიძე, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, მიტროფანე ერმილეს ძე ლაღიძე და ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 თებერვალს გაიმართა აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომა კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით. სხდომაზე აირჩიეს საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა აკაკის სახ. საზოგადოებისთვის წესდების შედგენა პოეტის ძეგლის დასადგმელად, აკაკის დასაფლავების აღწერა-გამოცემა, საფლავის მეთვალყურეობაზე ზრუნვა და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 თებერვალს საბავშვო ბაღის გამგე ელენე იოსების ასული გომართელი, პედაგოგები – ნინო გაბრიელის ასული ახმეტელაშვილი, ა. გედევანიშვილი და თ. ა. ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საბავშვო ბაღების გახსნისათვის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას უგზავნიან, რაც წლიურად 1500 მანეთს შეადგენდა (ფ. ფრებელისა და მ. მონტესორის სისტემის ნივთები – 73 მანეთი, ავეჯი – 150, სხვადასხვა ნივთი – 720, სიმღერის მასწავლებლებზე განსაზღვრული თანხა –180, მოსამსახურე პერსონალზე – 72 მან.).
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 10 თებერვალს საბავშვო ბაღის გამგე ელენე იოსების ასული გომართელი, პედაგოგები – ნინო გაბრიელის ასული ახმეტელაშვილი, ა. გედევანიშვილი და თ. ა. ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომ ფასებში გახსნას სთხოვენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 თებერვალს სახალხო სახლში წარმოდგენილ „ციმბირელში“ გრიგოლ ანაშვილმა სტეფან მაკარიჩის როლი შეასრულა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 თებერვალს გრიგოლ ანაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „ციმბირელი“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 13 თებერვალს ღარის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ იოსების ძე ნანუკაშვილი გარდაიცვალა.

