რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ხალხში წიგნების გავრცელება ადგილობრივ წარმომადგენლობებს დაავალა. ამ მიზნით განყოფილებებს წიგნები 25-პროცენტიანი ფასდაკლებით გადაეცემოდათ.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 24 მარტს სოფლის სკოლის დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრთა წლიური კრება, რომელიც დილის 11 საათზე გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა. მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს დიდებული მგოსნის, აკაკი წერეთლისა და თავდადებული საზოგადო მოღვაწის, ვარლამ გელოვანის ხსოვნას.
1915
ტიპი: განათლება
1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ შემდეგი შესწორებები შეიტანა წლის ხარჯთაღრიცხვაში: სასწავლო წიგნებისა და ნივთების საწყობისათვის გადაიდოს 200 მანეთი, ქვემო მაჩხაანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის – 160 მან., ჯუგაანის სამკითხველოსთვის – 80 მან., ზემო მაჩხაანისთვის – 70 მან. (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: განათლება
1915 წლის 24 მარტს გამართულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ წლის ხარჯთაღრიცხვაში 80 მანეთის სახალხო და საბავშვო წიგნაკები გაითვალისწინა იმ სოფლებისთვის, სადაც არ ჰქონდათ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, სახელდობრ – მირზაანში, ტიბაანში, არბოშიკში, ოზაანსა და ასანურში სოფლის მასწავლებელთა პასუხისმგებლობით დარიგდებოდა აღნიშნული ლიტერატურა (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი ეგნატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავი კომისიის წევრებად აირჩია შემდეგი პირები: ოლღა ნატროშვილი, ელენე ბოსტაშვილი, ივლიტა მენთეშაშვილი, ალექსანდრე ნადირაშვილი, ვასო ალუღიშვილი, ზაქარია სარალიძე, ალექსანდრე ჯანყარაშვილი; თავის მხრივ, კომისიამ აირჩია ხაზინადარი (ალ. ჯანყარაშვილი) და მისი თანაშემწე (ელენე ბოსტაშვილი). კრებამ კომისიას მოქმედების თავისუფლება მიანიჭა, მხოლოდ მატერიალური საკითხები უნდა შეეთანხმებინათ გამგეობის წევრებთან.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მარტს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ვასო აბაშიძის ერთმოქმედებიანი კომედია „გაბატონებული მსახური“ და გაბრიელ სუნდუკიანცის ერთმოქმედებიანი კომედია „საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 მარტს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით „ღამე“ და „ფული და ხარისხი“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 მარტს სახალხო სახლში ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით ავქსენტი ცაგარლის „ხანუმა“ უნდა წარმოედგინათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 მარტს არტისტული საზოგადოების დარბაზში დაგეგმილ ლიტერატურულ დილაზე ალექსანდრე შავერზაშვილსა და მგალობელთა გუნდს უნდა ემღერა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 მარტს სახალხო სახლში უნდა წარმოედგინათ ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ ელისაბედ ჩერქეზიშვილის, სუზანა ბეჟანიშვილის, ბარბარე კორინთელის, ელისაბედ ქართველიშვილის, ნიკო გოცირიძის, ზაქარია გომელაურის, გრიგოლ ანაშვილის, გიორგი ჯაბაურისა და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 მარტს სახალხო სახლში კოტე შათირიშვილის რეჟისორობით ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ უნდა წარმოედგინათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სვიმონ კვიტაშვილს ნება დართო, წლიური გადასახადის 20 პროცენტიდან 1 000 მანეთი ბაქოში საზოგადოების სკოლის მშენებლობისთვის გამოეყოთ.

