რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ ბათუმის სკოლის დირექტორად ახალდამტკიცებული მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე მიიწვია და მუსლიმანი ქართველებისადმი ფრთხილი მიდგომა ურჩია.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად ილია ჭავჭავაძის თარგმნილი ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ მეოთხე ნაწილი გამოქვეყნდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა. ნოველა შეცვლილი სათაურით „უბინაო კაცი ნიუ-იორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად დაიბეჭდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე არ დაეთანხმა ბანკის წევრების მოთხოვნებს მსესხებლებისთვის შეღავათების მიცემისა და ჯარიმების აკრძალვების შესახებ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს პეტერბურგში გამოვიდა ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ მელიტონ ბალანჩივაძის მიერ შექმნილი რომანსის ნოტები. ტექსტი იყო ქართულ და რუსულ ენებზე. რუსული თარგმანი ეკუთვნოდა იაკობ ივაშკევიჩს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 27 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თეატრში ერნესტო როსის მონაწილეობით უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ წარმოადგინეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ მესამე ნაწილი გამოქვეყნდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სკოლების შესამოწმებლად რევიზორებად დანიშნეს ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსი ჭიჭინაძე და ექვთიმე თაყაიშვილი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ დამსწრეთ განუმარტა, რომ ბანკის შესატანის უსაზღვროდ გადავადება არ შეიძლებოდა, რადგან ამ თანხას გირავნობის ფურცელთა მეპატრონეების მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის აპრილში გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძემ ვეტერანის ფსევდონიმით გამოაქვეყნა ვრცელი რეცენზია ივანე მაჩაბლის წიგნზე „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“ სათაურით „განაწყენებული უძლურება, თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“. მასში განმარტებულია, რამ გამოიწვია ივანე მაჩაბლის დაპირისპირება ილია ჭავჭავაძესთან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 ოქტომბერს ბარონი დე ბაი არქეოლოგიური კვლევებისთვის ქუთაისში იმყოფებოდა და ბათუმში გამგზავრებას გეგმავდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე შიო ქუჩუკაშვილს ქართველთა ამხანაგობის გამომცემლობის წინაშე უშუამდგომლეს, რომ ილიას თხზულებათა გამოცემისთვის ტექსტების გადაწერის თანხა მიეღო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის აპრილში გამართულ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე სამი წლის ანგარიში განიხილეს და ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით შედგენილი წესდების ახალი ვარიანტი მიიღეს. ახალი წესდება დასამტკიცებლად რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტროში გაგზავნეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომას, რომელზეც ბანკის 1877 წლის ანგარიში განიხილეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 13 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე არ დაეთანხმა გამგეობის წევრთა წინადადებას ბათუმსა და ბაქოში სააგენტოების გახსნასთან დაკავშირებით.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებში საწევრო შეიტანა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან გადმოსვენების საკითხი განიხილეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების თხოვნა წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის მიწოდების შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 13 სექტემბერს სოფელ ოქროყანაში ილია ჭავჭავაძე ივანე პოლტორაცკის დაკრძალვას დაესწრო.

