რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ანგარიში განსახილველად ლექსი ჭიჭინაძეს გადასცეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 9 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად ილია ჭავჭავაძის თარგმნილი ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ მეხუთე ნაწილი გამოქვეყნდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 3 თებერვალს პეტერბურგში ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის სხდომაზე დასაგირავებელი მამულების შეფასებისა და ბანკების მევალეთათვის შეღავათების დაწესების საკითხებზე მოსაზრება გამოთქვა.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 26 აპრილს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე აირჩიეს იმ კომისიის წევრად, რომელსაც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთში გაყვანისთვის საჭირო საბუთების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა ევალებოდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის შენობის დასაქირავებლად თანხა გამოყვეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის მასწავლებლის მიხეილ შარაშიძის წლიური ანგარიში განიხილეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მხარი დაუჭირეს იაკობ გოგებაშვილის თხოვნას, „დედა ენის“ მერვე გამოცემა ეგზარქოსს სამრევლო სკოლების სახელმძღვანელოდ დაემტკიცებინა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 25 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ილია ბახტაძეს შეატყობინა, რომ მისი კორესპონდენცია მიიღო და მცირეოდენი შესწორებით დაბეჭდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 11 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საგანგებო კრებაში, რომელზეც თბილისის გუბერნიის სოფლებში ქოლერის გავრცელებისა და დაზარალებულთა დახმარების აღმოსაჩენად 20 000 მანეთის გამოყოფა გადაწყდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ნატო გაბუნია-ცაგარლის მიერ საბენეფისოდ წარმოდგენილ აქვსენტი ცაგარლის დრამებს „მტარვალი“ და „ქართვლის დედა“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნატორს შეატყობინა, რომ საგურამოში ქოლერის გავრცელების საფრთხე არსებობდა და გადამოწმება სთხოვა.

