რეგისტრირებული ფაქტები89485
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმართებლობას 1879 წლიდან გაზეთ „ივერიის“ ჟურნალად გადაკეთების ნებართვის მისაღებად მიმართა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ელ ნოემბერს ილია ჭავჭავაძესა და მის ნათესავებს შორის ყვარლის მამულების გაყოფის პროცესი დაიწყო და ჭავჭავაძეების საკუთრების, ყვარლის აგარაკის აღწერისა და დახარისხების ოქმი შედგა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 30 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ჟურნალისტ აბდულ მიქელაძის წერილი და მის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შეკრებილი არქეოლოგიური ნივთები.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძე ნათესავებისა და მისი მამულების გამიჯვნის პროცესზე დასასწრებად ყვარელში ჩავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილე 23-24 მაისისთვის გადაიდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა, რომ მხატვარი გიგო გაბაშვილი აპირებდა ილია ჭავჭავაძის პორტრეტის დახატვას და მის საიუბილეოდ ცოცხალი სურათების დადგმას „განდეგილიდან“, „მეფე დიმიტრი თავდადებულიდან“ და „გლახის ნაამბობიდან“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია საზოგადოებაში გავრცელებული ხმების შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძე ბანკში მუშაობას თავს ანებებდა.
1954
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1954 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძე აღმოსავლეთ გერმანიაში ძალდატანებით გადაიყვანეს, ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში. ის სიცოცხლის ბოლომდე საბჭოთა ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

