საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წლის 2 მარტს სამეგრელოს სოფელ ხეთაში დაიბადა თედო ტიმოთეს ძე სახოკია.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 7 მარტს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის მაზრის მომრიგებელი შუამავლის თანამდებობის შემსრულებელი გენერალ-მაიორი მამუკა ორბელიანი დაინიშნა დუშეთის მაზრის პირველი განყოფილების მომრიგებელი შუამავლის თანამდებობის შემსრულებელად.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსი „ზრდილობიანი ხალხი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გ. გარდახვეწილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი შარვაშიძის ლექსი „რა უშავთ მათ, ვინც მარტო სიცოცხლით კმაყოფილობენ“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ ქაჩუხა-შვილის კორესპონდენცია ახალციხეში მომრიგებელი სასამართლოს გახსნის თაობაზე.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 8 მარტს მეათე კლასის კანცელარიის ჩინოვნიკი კონსტანტინე ჯავახიშვილი დაინიშნა ამიერკავკასიის მეფისნაცვლის უმთავრესი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 15 მარტს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა გენერალ-მაიორ დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძის კერძო განცხადება გოლოვინის პროსპექტზე, მირიმანოვის სახლში, კახური ღვინის სარდაფის გახსნის შესახებ.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო ტიტულოვანი მრჩევლის, ნაზარბეგოვის მიერ სამიჯნაო კომისიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 მარტს გაზეთ „დროებაში“ მეგრელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო დადიანის ლექსი „ზაფხულს“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანელის წერილი „პოეტური გაკენწლა“, რომელშიც გაკრიტიკებულია ამავე გაზეთის მესამე ნომერში დაბეჭდილი აკაკი წერეთლის რეცენზია ბარბარე ჯორჯაძის თხზულებათა შესახებ.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო მარიამ ბარათაშვილის, ისაი ტერ-ღუკასოვისა და სულხან სულხანოვის სადავო მამულებთან დაკავშირებული საქმის განხილვა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ოტია ბერიძის კორესპონდენცია გურიის ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას თუთუნის წარმოებით მიუღია.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო აზნაურ ჩივაძის მიერ სამიჯნაო კომისიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა სოფ. ხიდისთავთან მდებარე სადავო მამულის თაობაზე.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო აღალო და იოსებ მატინოვების სარჩელის განხილვა იაგორ მატინოვის მიერ მათი კუთვნილი ბაღის მითვისების თაობაზე.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 22 მარტს გაზეთი „დროება“ გაზეთ „Кавказь“-ში დროზდოვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გასულ ზამთარს სტეფანწმინდასა და მლეთაში ჩამოწოლილ ზვავებს მნიშვნელოვნად დაუზიანებია ამიერკავკასიის სამხედრო გზა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო სიღნაღის მოქალაქეების, წყალობა და იოსებ ამირხანოვების, გასპარ შავერდოვის, სტეფანე ლისინოვის, მელქო მირაქოვისა და გეურქ სარქისოვის სარჩელის განხილვა თავად დიმიტრი აფხაზის წინააღმდეგ.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების გამგეობის საქმეთა მმართველად აირჩიეს საზოგადოების წევრი, თბილისის გუბერნატორის კანცელარიის უფროსი კარლ ლევის ძე ზისერმანი.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს თბილისის გუბერნატორი კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში თბილისის გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის თავმჯდომარეობით გაიმართა დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების წევრ-დამფუძნებელთა პირველი სხდომა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნატორმა კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკიმ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გახსნა გამოაცხადა.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ლევან ივანეს ძე ციციანოვის მამულები ქარელში, ბოსლეთში, ხვედურეთსა და დუესში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 მარტს გაზეთ „დროებაში“ კახელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა რომან ძამსაშვილ-ცამციევის კორესპონდენცია რამდენიმე კვირის წინ თელავის მოედანზე გამართული საერთო სახალხო თავყრილობის შესახებ, რომელზეც ვახტანგ ორბელიანმა მსმენელებს გააცნო ახალი სამოსამართლო წესდება.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა ათ შაურად გაიყიდებოდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გერასიმე კალანდარიშვილთან და ბესარიონ ხელთუფლიშვილის მაღაზიაში.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 6 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო დადიანის ლექსი „ნატვრა“.